გჯეროდეთ საკუთარი შვილების - ერთი ვუნდერკინდის ისტორია
გჯეროდეთ საკუთარი შვილების - ერთი ვუნდერკინდის ისტორია
ორიანები ამა თუ იმ საგანში ყოველთვის არ არის სიზარმაცის მაჩვენებელი. საინტერესო შემთხვევაზე გვიყვება საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადების მენტორი, რეპეტიტორი იანა პოლანსკი.

- რაც არ უნდა მოხდეს, ნებისმიერ სიტუაციაში გჯეროდეთ საკუთარი შვილის.

ჩემი პრაქტიკიდან ერთ შემთხვევას მოვყვები. ერთხელ დამირეკა ქალმა, რომელიც მთხოვდა დახმარებას. მის შვილს, რომელიც მეთერთმეტეკლასელი იყო, კლასში ჩარჩენა ემუქრებოდა. მათემატიკაში მთელი წლის მანძილზე არც ერთი საკონტროლო ნამუშევარი არ ჰქონდა, მხოლოდ ორიანები ეწერა. დე
და ითხოვდა ჩემგან დახმარებას, რომ ამეყვანა და მომემზადებინა და სამიანებზე მაინც ჩაებარებინა მის შვილს.

სწორედ მაშინ ერთმა ჩემმა მოსწავლემ ჩააბარა და ადგილი გამომითავისუფლდა. დიდი სურვილი არ მქონდა "ოროსან" ბავშვთან მეცადინეობისა, მაგრამ მაინც დავთანხმდი.

მივედი სახლში. დედა კარიდანვე მეუბნება, რომ მის შვილს არ უნდა მეცადინეობა და იქნებ რაიმე მეთოდი გამოიყენოთო. მეთერთმეტე კლასი, მარტის თვე, სასწავლო წლის ბოლო. კინაღამ უკან გავბრუნდი, მაგრამ არ მეყო გამბედაობა, შევედი ოთახში.

მაგიდასთან იჯდა გამხდარი, გაწამებული მოზარდი, ამოშავებული თვალებით და დაღლილი გამოხედვით. მე ვუთხარი, რომ მის დასახმარებლად მივედი. მან ამომხედა და მითხრა, რომ არ საჭიროებდა დახმარებას.

ვუთხარი: მოდი ვითამაშოთ მათემატიკური თამაში. ბავშვს გაუკვირდა და დამეთანხმა. ავუხსენი თამაშის წესები, დაინტერესდა და გამიღიმა. დავიწყეთ თამაში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,
მან მომიგო თამაში. ეს არ იყო შემთხვევითი მოგება. ეს იყო გააზრებული, კარგად გათვლილი ლოგიკური აზროვნებით მოგებული თამაში. როგორ შეიძლებოდა, მას ორიანები ჰყოლოდა?

ვთხოვე რვეულები ჩვენებინა. დაითრგუნა, არ უნდოდა რვეულების ჩვენება, მაგრამ მაჩვენა.

რაც რვეულებში ვნახე, არასოდეს დამავიწყდება. იქ იყო გრაფიკული მეთოდებით, პარამეტრებით, ფუნქციებით, შეუდარებელი ანალიტიკური და მოკლე ხერხებით ამოხსნილი მაგალითები. ეს ყველაფერი იყო წითელი კალმით გადახაზული და ბოლოში ორიანები ეწერა. ზოგიერთ დავალებას ორიანთან ერთად ეწერა: "კლასში ამ ხერხით არ ვხსნიდით!"

დავუძახე დედამისს, ვუთხარი, რომ ბაშვი არაჩვეულებრივად აზროვნებს, კარგად ესმის მათემატიკა, რომ დაივიწყოს სკოლის ნიშნები და მოემზადოს უმაღლესისთვის.

ბიჭი შოკირებული იყო. იჯდა და იყურებოდა თავის რვეულში.

"კი მაგრამ, აბა რატომ აქვს ამ გენიოსს ორიანები?", - იკითხა დედამ. შევეცადე ამეხსნა, რომ ეს არასტანდარტული ამოხსნის მეთოდი იყო და რომ მისმა მასწავლებელმა არ იცოდა ან არ უნდოდა ამის გაგება, ამიტომაც უწერდა ორიანებს. დედა მაინც თავისას გაიძახდა.

მძიმე შემთხვევა იყო. დავეთანხმე, ვამეცადინებდი, სამიანზე რომ გამოესწორებინა ნიშანი. პარალელურად ოლიმპიადის ამოცანებსაც ვახსნევინებდი. ზოგიერთებს ჩემზე სწრაფად და ლოგიკურად ხსნიდა. ის ყოველ ჯერზე მეკითხებოდა - "მართლა სწორად ვხსნი ამოცანებს?" მისი არასდროს არავის სჯეროდა. გაკვეთილის შემდეგ ვიჯექი სკვერში და ვტიროდი. არ ვიცოდი, როგორ გადამერწმუნებინა ბიჭის მშობლები.

ერთხელ ბიჭი ეჩხუბა მშობლებს. უთხრა, რომ გადაწყვიტა ნორმალურ უნივერსიტეტში ჩაბარება და რომ სჭირდებოდა ფიზიკის რეპეტიტორი. ამის შემდეგ დამირეკა დედამ და მკაცრად მითხრა, რომ მათთან აღარ მივსულიყავი. რამდენიმე დღეში დამირეკა თვითონ ბიჭმა და მითხრა, რომ არ ჰქონდა მთლიანი თანხა მომზადებისთვის. ის მზად იყო ჩემთვის გარკვეული თანხა გადაეხადა, ხოლო პირველივე ხელფასზე დაფარავდა მთლიან გადასახადს. შოკში ვიყავი... დავთანხმდი.

დავიწყეთ მეცადინეობა. ჩემს მეგობარს, ფიზიკის რეეტიტორს მოვუყევი ბიჭზე. მანაც თანხმობა განაცხადა მის მომზადებაზე...

ახლა ეს ბიჭი ამთავრებს პრესტიჟული ინსტიტუტის მეორე კურსს. მონაწილეობს სტუდენტურ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში. მუშაობს. თანხა პატიოსნად გადაგვიხადა მეც და ფიზიკის ლექტორსაც. მილოცავს დღესასწაულებს და მჩუქნის ყვავილებს.

რატომ გადავწყვიტე ამ ამბის მოყოლა? უბრალოდ ბავშვთა დაცვის დღეს დედამისმა მთელი ამ ხნის მანძილზე მომწერა ერთადერთი სმს, სადაც ეწერა: "მადლობა".
1567
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```