"ბავშვი ფეხს ითრევდა, კოჭლობა დაიწყო და ანალიზები ავუღეთ..." - 3 წლის ელენეს მოულოდნელად აღმოუჩინეს დაავადება
"ბავშვი ფეხს ითრევდა, კოჭლობა დაიწყო და ანალიზები ავუღეთ..." - 3 წლის ელენეს მოულოდნელად აღმოუჩინეს დაავადება
3 წლის ელენეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია აღმოაჩნდა და მკურნალობისთვის დიდი თანხაა საჭირო. როგორც მისი მშობლები ამბობენ, დაავადება მოულოდნელად აღმოაჩნდა.

- 17 მაისს დაგვიდგინეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია საქართველოში, იაშვილის კლინიკაში. ბავშვი რამდენიმე დღე ითრევდა ფეხს, კოჭლობა დაეწყო და ანალიზები რომ ავუღეთ, ლეიკემია გვითხრეს. წინა ოთხშაბათს დორტმუნდის კლინიკაში ჩამოვიყვანეთ, აქაც იგივე დიაგნოზი დაგვისვეს, მაგრამ გვითხრეს, რომ მაღალი რისკის ჯგუფში მოვდხვდით და საჭიროებს ინტენსიურ ქიმიოთერაპიის კურსს 12-15 თვის განმავლობაში. შეიძლება ძვლის ტვინის გადანერგვაც
დასჭირდეს. 158 000 ევროა საჭირო. თუ გადანერგვა დასჭირდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი. გუშინ გაუკეთეს პირველი ქიმია, კათეტერი ჩაუსვეს კისრის ვენაზე და ნარკოზმაც ძალიან დაასუსტა. 2-3 დღე გადაბმულად უნდა იწვეს. დახმარებისთვის და გვერდით დგომისთვის, დიდი მადლობა, - ამბობს პატარა გოგონას დედა ნინო მახარაძე.
mshoblebi
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
GE60TB1935145063622557 - კახა ციმაკურიძე (მამა)
GE65KS0036010124584501 - ნინო მახარაძე (დედა)

14006
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მაკა
0
ამ თანხის შეგროვებას რომ დაელოდოთ დრო გადის წაიყვანეთ საფრანგეთში მოითხოვეთ თავშესაფარი, ბავშვს ყველაფერს უმაღლეს დონეზე გაუკეთებენ სრულიად უფასოდ გადანარგაც რომ დაჭირდეს იმასაც კი ჩემმა დამ რამდენიმე თვის უკან გაიკეთა გადანერგვა ამ დიაგნოზით
00:23 / 10-06-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```