3 წლის ელენეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია აღმოაჩნდა და მკურნალობისთვის დიდი თანხაა საჭირო. როგორც მისი მშობლები ამბობენ, დაავადება მოულოდნელად აღმოაჩნდა.
- 17 მაისს დაგვიდგინეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია საქართველოში, იაშვილის კლინიკაში. ბავშვი რამდენიმე დღე ითრევდა ფეხს, კოჭლობა დაეწყო და ანალიზები რომ ავუღეთ, ლეიკემია გვითხრეს. წინა ოთხშაბათს დორტმუნდის კლინიკაში ჩამოვიყვანეთ, აქაც იგივე დიაგნოზი დაგვისვეს, მაგრამ გვითხრეს, რომ მაღალი რისკის ჯგუფში მოვდხვდით და საჭიროებს ინტენსიურ ქიმიოთერაპიის კურსს 12-15 თვის განმავლობაში. შეიძლება ძვლის ტვინის გადანერგვაც დასჭირდეს. 158 000 ევროა საჭირო. თუ გადანერგვა დასჭირდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი. გუშინ გაუკეთეს პირველი ქიმია, კათეტერი ჩაუსვეს კისრის ვენაზე და ნარკოზმაც ძალიან დაასუსტა. 2-3 დღე გადაბმულად უნდა იწვეს. დახმარებისთვის და გვერდით დგომისთვის, დიდი მადლობა, - ამბობს პატარა გოგონას დედა ნინო მახარაძე.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
GE60TB1935145063622557 - კახა ციმაკურიძე (მამა)
GE65KS0036010124584501 - ნინო მახარაძე (დედა)