ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა იქორწინეს. ქორწილის ფოტო "ინსატაგრამზე" ნოემ გაასაჯაროვა.
დამატებითი დეტალები, თუ სად აღნიშნა წყვილმა მათი ბედნიერების ყველაზე ლამაზი დღე, ჯერ-ჯერობით უცნობია. მანამ კი, 6 ივნისს წყვილმა წინასაქორწინო წვეულება მოაწყო, რომელიც ზუსტად ისეთივე გლამურული გამოვიდა, როგორიც ჯანეტს შეეფერებოდა.
ნოესა და ჯანეტის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. მათი ურთიერთობა იმდენად დამალული იყო, რომ არამხოლოდ მედიისთვის, ახლობლებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩდა, როცა წყვილის ნიშნობის შესახებ შეიტყვეს.
ინფორმაციისთვის, ნოე აქამდე ორჯერ იყო ქორწინებაში და ორი შვილი ჰყავს.