მოსწავლეებს ატესტატს არ მისცემენ, სანამ თითოეული ათ ხეს არ დარგავს
მოსწავლეებს ატესტატს არ მისცემენ, სანამ თითოეული ათ ხეს არ დარგავს

ფილიპინების მთვრობამ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა წელიწადში მინიმუმ 10 ხე უნდა დარგონ. ამგვარად, სახელმწიფო თავის ტრადიციასაც უფრთხილდება და ქვეყანას 525 მლნ ახალ მცენარს შესძენს.
მთავრობას კანონი განსახილველად პოლიტიკოსმა ჰარი ალეხანომ წარუდგინა. ფილიპინებში ყოველწლიურად 12 მილიონი ბავშვი დაწყებით კლასებს ამთავრებს, 5 მლიონი - საშუალო სკოლას, ნახევარი მილიონი აბიტურიენტია. თუ თითოეული წელიწადში რამენიმე ხეს დარგავს, ქვეყანას ყოველწლიურად 175 მლნ ახალი ხე შეემატება.
"თუ ნერგების 10 პროცენტი მაინც
გაიხარებს, 525 ახალი ხე გვექნება". - ამბობს ალეხანო. ხეებს ტყეებში, ნაკრძალებში, პოლიგონესა და ქალაქის სკვერებში დარგავენ.
ახალი კანონის დახმარებით ფილიპინების მთავრობა ქვეყნის ეკოლოგიური სისტემის აღდგენას გეგმას. საქმე იმაშია, რომ ХХ საუკუნეში ტყის საფარის რაოდენობა 70-დან 20 პროცენტამდე შემცირდა. ტყეების უკანონოდ გაჩეხვა ფილიპინებში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ხეების ნაკლებობა კი წყალდიდობებისა და მეწყერების საშიშროებას ქმნის. გარდა ამისა, ხეების დარგვა გლობალურ დათბობასაც შეუშლის ხელს.
891
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ირმა პაპიძე
0
მომწონს ეს ტრადიცია...
22:58 / 09-06-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```