მსახიობ ვენსან კასელისა და მოდელ ტინა კუნაკის ქორწილი გასულ ზაფხულს სრული მოულოდნელობა იყო პრესისთვის. კასელის თაყვანისმცემლები 30 წლით უნცროს ტინას მის ახალ გასართობად თვლიდნენ.
თუმცა, ქორწილის შემდეგ წყვილი მედიის გაოცებას არ წყვეტს. იანვარში განაცხადეს,რომ ბავშვს ელოდებოდნენ. 20 აპრილს კი დაიბადა გოგონა, საოცარი სახელით - ამაზონი. თუმცა, ისინი არ ჩქარობდნენ მედიასთან კომენტარის გაკეთებას და ბავშვის ფოტოების გამოქვეყნებას.
ცოტა ხნის წინ, 22 წლის ტინა და 52 წლის ვენსანი პატარასთან ერთად მალიბუზე გაემგზავრნენ დასასვენებლად. 20 მაისს მათ გოგონას ერთი თვე შეუსრულდა.
პაპარაცებმა ოჯახი რესტორანში ყოფნისას დააფიქსირეს. მათთან ერთად იყო ძიძა და მძინარე ბავშვს ყურადღებას აქცევდა. როდესაც გოგონამ გაიღვიძა და ატირდა, ძიძა უშედეგოდ ცდილობდა მის დაწყნარებას. ბოლოს, ვენსანმა აიყვანა ქალიშვილი და გავიდა ქუჩაში, სადაც მას პაპარაცები ელოდნენ.
მონიკა ბელუჩის 14 წლის ქალიშვილი მოდელი გახდა - ახალი ფოტოები, რომლებმაც საზოგადოება მოხიბლა