ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობაზე ბავშვთა კვებაში ექიმები ხშირად საიუბრობენ. ამჯერად პედიატრი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ირაკლი ვარძუკაშვილი მშობლებს იმაზე ესაუბრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მინერალებით გამდიდრებული რძის ნაწარმის ჩართვა ბავშვთა კვებაში და თუ რა დადებით გავლენას ახდენს ის ძვალ-სახსროვან სისტემაზე:
- თანამედროვე ცხოვრებაზე გადასვლამ გამოიწვია ბავშვების და მოზარდების პასიურ ცხოვრებაზე გადასვლა. მოზარდები სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებენ გარეთ, არ არიან მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ და იკვებებიან არასწორად. ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცლებელია, რომ ის სწორად იკვებებოდეს. ამ სწორ კვებაში მნიშვნელოვანია, იყოს ჩართული ბევრი მინერალი და რაც ყველაზე მთავარია, თავიდანვე გამდიდრებული იყოს რძის პროდუქტებით. თუ რძის პროდუქტებში იქნება კიდევ უფრო მეტი მინერალი - კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, D ვიტამინი და ა.შ., ეს უფრო სწორ მიმართულებას მისცემს ბავშვის განვითარებას.
რატოა აქცენტი გაკეთებული ამ ვიტამინებზე? იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად წამოვიდა ბავშვებში კალციუმის, D ვიტამინის დეფიციტი, რაც პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ბავშვის არასწორ განვითარებასთან. თუ სათანადოდ დოზირებულად არ არის მიწოდებული ეს ვიტამინები, არ ხდება მისი სწორად განვითარება. ბავშვი უნდა იღებდეს მზის სხივებს სათანადოდ, უნდა მივაწოდოთ საჭირო მინერალები და თუ იქნება ყველა ეს კომპონენტი ერთად მოცული - კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, D ვიტამინი - მაშინ ეს იქნება ყველაზე სწორი მიმართულება, რომ ბავშვი განვავითაროთ ჯანსაღად.
ზოგადად, თუ რძის ნაწარმი გამდიდრებულია ჩამოთვლილი მინერალებით, ეს ძალიან კარგია. მე როგორც ძვალ-სახსროვანი სისტემის ექიმი, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ კალციუმისა და D ვიტამინის შემცველობას პროდუქტებში. რაც უფრო მეტად ვითარდება ბავშვი, ეს აუცილებელია - განსაკუთრებით D ვიტამინი და კალციუმი, რადგან ისინი გავლენას ახდენენ ხერხემლის და ძვალ-სახსროვანი სისტემის განვითარებაზე. თუ ამას მივაწოდებთ დაბალანსებულად, თავიდანვე, პატარა ასაკიდან, მინიმუმამდე დადის რისკი იმისა, რომ განვითარდეს სხვადასხვა ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადება, სქოლიოზი და ხერხემლის სხვა დეფორმაციები.
რუბრიკას წარმოგიდგენთ ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული, ენდემურ დედოზე დამზადებული მაწონი "ლოკო მოკო".