რამდენიმე დღის წინ პრინცი ლუი, ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის წლი-ნახევრის მემკვიდრე, საჯაროდ გამოჩნდა. მან მონაწილეობა მიიღო თავისი დიდი ბებიის, ელიზაბეტ II-ის დაბადების დღის აღსანიშნავ მსვლელობაში.
პრინცი ლუი სტუმრების წინაშე, ბუკინგების სასახლეში თეთრი, ნაქარგი პერანგითა და ლურჯი შორტით წარდგა. ქერათმიანი სამეფო მემკვიდრე ხალხს ხელს უქნევდა, იღიმებოდა და ინტერესით ადევნებდა თვალს აღლუმს.
მისმა პერანგმა დიდი ყურადღება და ბევრის გაოცებაც გამოიწვია. აღმოჩნა, რომ პრინც ლუის ზუსტად ის ტანისამოსი ეცვა, რაც 1986 წელს მის ბიძას, ჰარის, დედოფლის დაბადების დღეზე.
მხოლოდ ის და პრინცი ჰარი არ იყვნენ პირველები, ვინც მსგავსი ჩაცმულობით წარდგა საზოგადოების წინაშე. ჰარის უფროსი ძმა, უილიამიც, გამოჩნდა ხალხში მსგავსი კოსტიუმით, როდესაც თვითმფრინავის ბორტს ტოვებდა მამასთან, ჩარლზთან ერთად.
უინძორების დინასტიაში სამეფო მემკვიდრეობას ძალიან უფრთხილდებიან და დიდ პატივს სცემენ. ამიტომაა, რომ მეგან მარკლი დროდადრო პრინცესა დიანას ბეჭდით, ხოლო ქეით მიდლტონი მისი სამეულით გამოჩნდება ხოლმე საზოგადოებაში. უილიამის შვილებს ხშირად აცვიათ მამის ნაქონი, ოჯახის რელიკვიად ქცეული ნივთები. ამით გამოხატავენ ტრადიციებისა და ბრიტანული დინასტიისადმი პატივისცემას.