
ბოლო დროს დაბადების დღის ცენტრებზე მეტად ტრენდული გახდა ორიგინალური დაბადების დღეები სახლში, სახლის ეზოში ან ღია სივრცეში. ასე გაცილებით იოლია, დღესასწაული ყველასგან გამორჩეული და დასამახსოვრებელი გამოვიდეს. გართობაზე, დეკორზე, მენიუზე, როგორც წესი,
ამჯერად სწორედ ამგვარ მომსახურებაზე გიამბობთ, რომელიც არც ისე დიდი ხანია, დამკვიდრდა ჩვენს ქალაქში, ბევრი ადამიანის გული მოიგო - დიდის თუ პატარის, ნდობაც დაიმსახურა და გვინდა, კიდევ უფრო ბევრმა გაიგოს მათ შესახებ.

საქართველოში ყველაზე დიდი სადღესასწაულო აქსესუარების მაღაზია - MyDay ბაზარზე 2017 წლის 12 ივლისს გამოჩნდა და დღეისათვის 4000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს, მათ შორის ჰელიუმის ბუშტებს, დისნეის, მარველისა და DC კომიქსის ლიცენზირებულ პროდუქციას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი შვილის დაბადების დღეზე მოხვედრილი პროდუქცია, იმპორტირებულია ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპიდან. ამასთან ლიცენზირებულია, სანდო და ყველა
ასევე დაგაინტერესებთ
ეს ის დეტალებია, რაზეც დღეს ნებისმიერი მშობელი აკეთებს აქცენტს. ალბათ ამიტომაც არის, რომ ბევრმა მშობელმა უკვე აირჩია მაღაზია MyDay და არა მხოლოდ ბავშვის დაბადების დღეს, ოჯახის სხვა გამორჩეულ დღესასწაულების გასაფორმებლადაც მიმართავს, რადგან აქ ნებისმიერი სახის სადღესასწაულო მომსახურებას სთავაზობენ ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

ასე რომ, თუ ჯერ არ გსმენიათ MyDay-ს შესახებ, ახლა უკვე იცით და თავისუფლად შეგიძლიათ ანდოთ ამ მაღაზიას თქვენი შვილის გამორჩეული, უსაფრთხო და მართლაც ზღაპრული დაბადების დღის აქსესუარებით უზრუნველყოფა. მით უმეტეს, რომ მაღაზიაში უამრავი, 4000-ზე მეტი აქსესუარია, სხვადასხვაგვარი ჰელიუმის ბუშტები, კოსტიუმები და ა.შ. რომლებიც შთაგონებისთვისაც გამოგადგებათ და გამორჩეული იდეებისთვისაც.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ MyDay-ს საიტს (www.my-day.ge) და შერჩეულ პროდუქციას, თქვენთვის სასურველ ადგილას მოგართმევენ.