რა აერთიანებთ პიკასოსა და ფიროსმანს?
რა აერთიანებთ პიკასოსა და ფიროსმანს?
რო­დის და სად შეხ­ვდნენ პირ­ვე­ლად პი­კა­სო და ფი­როს­მა­ნი ერ­თმა­ნეთს?
ერთი ეს­პა­ნე­ლი იყო, მე­ო­რე – ქარ­თვე­ლი, ერთი ბურ­ჟუ­ა­ზი­ულ ფე­ნას ეკუთ­ვნო­და, მე­ო­რე გლე­ხის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, ერთი ევ­რო­პის პრეს­ტი­ჟულ ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლებ­ში სწავ­ლობ­და, მე­ო­რე – თვით­ნას­წავ­ლი გახ­ლდათ, ერთი სი­ცო­ცხლე­ში­ვე აღი­ა­რეს, მე­ო­რე – წლე­ბის შემ­დეგ... ერთი პაბ­ლო პი­კა­სო გახ­ლდათ, მე­ო­რე – ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლი.

ცხოვ­რე­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ბედი დაჰ­ყვათ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მათი ხატ­ვის სტი­ლიც, ში­ნა­არ­სი... ფი­როს­მა­ნი თა­ვის რჩე­ნის მიზ­ნით ხში­რად ხა­ტავ­და სა­მი­კიტ­ნო­ე­ბი­სა და დუქ­ნე­ბის­თვის, შე­სა­ბა­მი­სად, ნა­ხა­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი
ქე­ი­ფის სუ­რა­თებს ასა­ხავს. ნი­კა­ლას სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის ხატ­ვაც უყ­ვარ­და: „აქტრი­სა მარ­გა­რი­ტა,“ „მე­ე­ზო­ვე,“ „მე­თევ­ზე“... ეს უკა­ნას­კნე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს – მის­ტი­უ­რი შავი ფონი, მე­თევ­ზე, რო­მელ­საც, თით­ქოს, შა­რა­ვან­დე­დი­ვით ად­გას თავ­ზე მოყ­ვი­თა­ლო ქუდი, მისი თვა­ლე­ბი­დან კი ღრმა მგრძნო­ბი­ა­რო­ბა გა­მოსჭვი­ვის. ფი­როს­მა­ნის ეს ნა­ხა­ტი იმ­დე­ნად მრა­ვალპ­ლა­ნი­ა­ნია, რომ რთუ­ლია პრი­მი­ტი­ვიზ­მის ჩარ­ჩო­ებ­ში მო­ა­თავ­სო.

ნიკო ფი­როს­მა­ნი მსოფ­ლი­ომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღი­ა­რა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის 100 წლის­თავს კი უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მი­უ­ძღვნეს. გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ვე­ნა­ში, „ალ­ბერ­ტი­ნას მუ­ზე­უმ­ში“ ფი­როს­მა­ნის 29 ნა­ხა­ტი სხვა ბუმ­ბე­რა­ზი მხატ­ვრე­ბის გვერ­დით გა­მო­ი­ფი­ნა: პაბ­ლო პი­კა­სო, კლოდ მონე და ედ­ვარდ მუნ­კია. იყო თუ არა ეს ფი­როს­მა­ნი­სა და პი­კა­სოს პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა?
mshoblebi
იც­ნობ­დნენ თუ არა პი­კა­სო და ფი­როს­მა­ნი ერ­თმა­ნეთს?

ჩვე­ნამ­დე ფი­როს­მა­ნის რამ­დე­ნი­მე პორ­ტრეტ­მა მო­აღ­წია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე
ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და იდუ­მა­ლი სწო­რედ პი­კა­სოს მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გრა­ვი­უ­რაა. სა­ი­დან უნდა გა­ე­გო პი­კა­სოს ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის შე­სა­ხებ ან რა­ტომ უნდა გას­ჩე­ნო­და მისი და­ხატ­ვის სურ­ვი­ლი?

პო­ლო­ნე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი, ძმე­ბი ილია და კი­რი­ლე ზდა­ნე­ვი­ჩე­ბი ნი­კა­ლას ნი­ჭით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის შე­მოქ­მე­დე­ბა პირ­ვე­ლად დუქ­ნებ­ში ნა­ხეს და ისე მო­ი­ხიბლნენ, რომ ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყეს. სწო­რედ ილია ზდა­ნე­ვიჩ­მა აჩ­ვე­ნა პი­კა­სოს უც­ნო­ბი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის ნა­ხა­ტე­ბის კრე­ბუ­ლი. ნა­ხა­ტებ­მა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მხატ­ვარ­ზე, რომ ფი­როს­მა­ნის პორ­ტრე­ტის შექ­მნა გა­და­წყვი­ტა.

პი­კა­სო და ფი­როს­მა­ნი კი­დევ ერთხელ შეხ­ვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს „კვი­რის პა­ლიტ­რის“ პრო­ექ­ტით „დიდი მხატ­ვრე­ბი“. 24 ივ­ნი­სი­დან შე­გეძ­ლე­ბათ, გა­ზეთ­თან ერ­თად შე­ი­ძი­ნოთ პაბ­ლო პი­კა­სოს ორი რჩე­უ­ლი ტილო: „კოც­ნა“ და „ავი­ნი­ო­ნე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი“. ასე­ვე, გე­ლით სი­ურპრი­ზი - დიდი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის, ნიკო ფი­როს­მა­ნის ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი „მე­თევ­ზე“ სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ ვებგ­ვერდს:

http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარ­ე­კოთ ნო­მერ­ზე: 2 19 60 13.
134
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```