"მარი, წინ ბევრი წისნვლა და წარმატება გელოდება ... ბევრი მინდა დავწერო, ვრცლად საღამოს გეტყვი, რასაც ვფიქრობ...სილამაზე სულიდან მოდის...ჰოდა, იმას გაუფრთხილდი...შენი სკოლის გამოსაშვები საღამო ბევრისთვის არის საკუთარი...მიყვარხარ!",- ასე მიულოცა ინსტაგრამზე მამა პეტრემ შვილს სკოლის დამთავრება.
"დღეს უკვე საკლასო ოთახს დაემშვიდობა... ნათქვამია, სხვისი შვილი რა მალე იზრდებაო... ჩემია, მაგრამ ისეც უცებ გაიზარდა, ზოგჯერ მეუხერხულება, მამას რომ მეძახის... ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო მეგობარია... ხშირად, ქუჩაში გამვლელები წლების წინ გვეკითხებოდნენ, და-ძმა ხომ არ ხართო... არა, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ, მეთქი ვპასუხობდი... ყველა შენიშნავს, რომ ძალიან მგავს... რაღაცით კი მგავს, მაგრამ ჩემზე უკეთესია... ჩემზე ჭკვიანიც და ნიჭიერიც... ამ მცირე ასაკში იმდენი ტკივილი გამოიარა, მე ვეღარ ვუძლებდი, ის კი გაკაჟდა... უკვე შემდგარია და კიდევ უფრო დაიხვეწება... არც ერთ ეტაპზე არ გაბოროტდა... ყოველთვის უყვარს ადამიანები...
მთავარია ღირსეული სტუდენტი გახდეს და გულწრფელად ემსახუროს იმ პროფესიას, რომელიც აირჩია... ".
როგორც "ფეისბუქიდან" ირკვევა, მარიამი დღეს იუბილარიცაა.
პეტრე კოლხი 6 შვილის მამაა. რამდენიმე წლის წინ სწორედ მისი უფროსი ქალიშვილის, მარიამის ფოტოების გასაჯაროების გამო გააკრიტიკეს იგი.