"ვსუნთქავ, მაგრამ აღარ ვარ ცოცხალი" - 17 წლის გოგონას ამბავმა მსოფლიო შეძრა
"ვსუნთქავ, მაგრამ აღარ ვარ ცოცხალი" - 17 წლის გოგონას ამბავმა მსოფლიო შეძრა
ასე წავიდა ამ ქვეყნიდან მშობლების თვალწინ 17 წლის ნოა პოტჰოვენი. გოგონაზე, რომელმაც ვერ გადალახა დეპრესია, მსოფლიო ალაპარაკდა.

11 წლის ასაკში შეურაცხყოფა მიაყენეს, 14 წლის ასაკში კი ორმა მამაკაცმა გააუაპატიურა. ნორმალურ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდა. 2 ივნისს, მშობლების თანდასწრებით გარდაიცვალა. მშობლებმა გადაწყვიტეს, ხელი არ შეეშალათ შვილის გადაწყვეტილებისთვის.

ჯერ კიდევ შარშან გოგონა ცდილობდა მოეპოვებინა თანხმობა ევთანაზიაზე, თუმცა მაშინ უარი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებში სიცოცხლიდან ასე წასვლის მეთოდი 2001 წლიდან ლეგალიზებულია, ქვეყნის კანონის
თანახმად, 12-დან 16 წლამდე ამ მეთოდის გამოყენება შეუძლიათ მოზარდებს მხოლოდ მშობლების თანხმობის შემდეგ. თანხმობას გასცემს მკურნალი ექიმი და დამოუკიდებელი სპეციალისტი. მათ უნდა დაადასტურონ ფაქტი, რომ შემდგომი ბრძოლა პაციენტის სიცოცხლისათვის უშედეგოა და აღიარონ, რომ მისი ტანჯვა უკვე აუტანელია.
mshoblebi
სწორედ ასე გრძნობდა თავს 17 წლის ნოა. წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა პოსტტრავმულ სტრესთან და დეპრესიასთან გამკლავებას. ამას ანორექსიაც დაერთო და ამიტომ გადაწყვიტა, სიცოცხლეს ასეთი მეთოდით დამშვიდობებოდა...

"11 წლის ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო. პერფექციონისტი ვიყავი და სკოლაში ყველაფერი მინდოდა იდეალურად მეკეთებინა. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ორჯერ არ მომაყენეს შეურაცხყოფა და შემდეგ არ გამაუპატიურეს. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრებიდან აღარაფერი არ დარჩა. ვცდილობდი მეცოცხლა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი წიგნიდან
შეიტყობთ, თუ როგორ ვცდილობდი ამას", - ეს არის შესავალი წიგნისა "გამარჯვება ან სწავლა", რომელიც ნოამ გამოსცა 2018 წელს.
mshoblebi
გოგონა პირველად სკოლის საღამოზე შეეჯახა ძალადობის ფაქტს 11 წლის ასაკში. ერთი წლის შემდეგ, მორიგ სასკოლო საღამოს ყველაფერი განმეორდა. 14 წლის ასაკში დღისით, მზისით, სეირნობის დროს, არნჰემის ერთ-ერთ რაიონში ორმა ზრდასრულმა მამაკაცმა დაიჭირა და გააუპატიურა.

დიდი ხნის მანძილზე ნოა საიდუმლოდ ინახავდა ამ ფაქტს, მშობლებთანაც კი ეშინოდა საიდუმლოს გამხელა. "ამ ტკივილს ყოველდღე განვიცდიდი. სულ შეშინებული ვიყავი. იმ დღიდან მოყოლებული ჩემი სხეული გრძნობს ჭუჭყს, რაც ვერაფრით მოვიშორე. ჩემი  სხეული დაინგრა და ვეღარასოდეს აღდგება", - წერდა ის თავის წიგნში. მხიარული, ჭკვიანი და ურთიერთობის მოყვარული გოგო გადაიქცა "ფსიქოლოგიურ კატასტროფად". ნოას დაეწყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, თუმცა ვერავინ ხვდებოდა, რაში იყო საქმე. ღრმა დეპრესიისგან დაეწყო ანორექსია.

მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ ზონდით კვებავდნენ. რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა.

შვილის ავადმყოფობის მიზეზი მშობლებმა მომხდარიდან რამდენიმე წელში შეიტყვეს, როდესაც ნოას ოთახში იპოვეს გამოსამშვიდობებელი წერილები, რომლებიც მშობლების მისამართით იყო დაწერილი. იმ მომენტიდან სპეციალისტები ჩაერთვნენ გოგონას მკურნალობაში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. "ნიდერლანდებში არ არსებობს ადგილი, სადაც შეუძლიათ ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემების გადაჭრა", - ამბობდა ინტერვიუში ნოას დედა 2018 წელს. მართლაც, სამი კლინიკის გამოცვლის შემდეგ ნოა სახლში დაბრუნდა. მის ოთახში დაამონტაჟეს სტაციონარული საწოლი, სადაც ექთნები მუდმივად მორიგეობდნენ. პარალელურად მშობლები ცდილობდნენ ელექტროშოკური თერაპიის გამოყენების ნებართვის მოპოვებას. ამ მეთოდს იყენებენ ყველაზე მძიმე დეპრესიისა და ფსიქოლოგიური აშლილობის დროს. თავის ფეისბუქგვერდზე ნოა წერდა:" ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდები შეიძლება მოხდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთულია ისინი. განაგრძე გზა... დაიწყე ყველაფერი თავიდან".
mshoblebi
თავისი წიგნი გოგონამ მიუძღვნა მათაც, ვისაც მსგავს სისასტიკე გადახდა თავს. მთელი ამ ხნის მანძილზე ნოას სოციალური ქსელი აქტიური იყო, ასევე ინსტაგრამიც. ცდილობდა მაგალითი გამხდარიყო სხვებისთვის, როგორ ცდილობდა სიტუაციიდან გამოსვლას. მის ექაუნთზე რეგულარულად ჩნდებოდა ახალი ფოტოები ახლობლებისთვის. მის გვერდით ყოველთვის ვიღაც იყო, არასდროს ტოვებდნენ მარტოს.

2018 წელს, მას შემდეგ რაც ნოამ რამდენიმეჯერ სცადა თვითმკვლელობა, სერიოზულად დაფიქრდა ევთანაზიაზე. მშობლებისგან ჩუმად, ნოა დაუკავშირდა ჰააგის ერთ-ერთ კლინიკას, მაგრამ უარი მიიღო. "შემიძლია თუ არა თქვენი იმედი ვიქონიო ევთანაზიაზე ან თვითმკვლელობაში დახმარებაზე?" პასუხი იყო: "არა". "მითხრეს, რომ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის, რომ მომკვდარიყავი. ისინი თვლიან, რომ მკურნალობა უნდა დავასრულო, რომ ჩემმა ტვინმა უნდა დაასრულოს ჩამოყალიბება. ეს კი 21 წლამდე გრძელდება. მე აღარ შემიძლია იქამდე მოცდა", - წერდა ნოა.
mshoblebi
ამასობაში დეპრესია და ანორექსია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ორგანოებმა მუშაობა შეწყვიტეს. გოგონა შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში და ზონდით კვებავდნენ.

2019 წელს ნოას 17 წელი შეუსრულდა და მან განმეორებითი მოთხოვნა გააგზავნა ევთანაზიაზე. ინსტაგრამზე წერდა: "დიდხანს ვფიქრობდი ჩემს გადაწყვეტილებაზე, ის არ არის იმპულსური".

2 ივნისს გოგონა გარდაიცვალა ახლობლების თანდასწრებით. ნოა თავის სახლში იმყოფებოდა. მსოფლიო ორგანიზაციები წერდნენ, რომ გოგონამ მიიღო თანხმობა ევთანაზიაზე, მაგრამ ასე არ ყოფილა. გასულ კვირას ნოამ ინსტაგრამში გამოაქვეყნა დასამშვიდობებელი პოსტი: "პირდაპირ გადავალ საქმეზე: მაქსიმუმ 10 დღეში მოვკვდები. წლების განმავლობაში გამოვიფიტე და ჩემი მდგომარეობა აუტანელია. ვეღარც ვჭამ და ვეღარც ვსვამ. სინამდვილეში კი არ ვცოცხლობ - ვარსებობ და ისიც ტანჯვით. ვსუნთქავ, მაგრამ არ ვარ ცოცხალი"...

მშობლებმა და ექიმებმა შეისმინეს ნოას თხოვნა და აღარ აჭმევდნენ ზონდით. სოც.ქსელში გამოჩნდა გოგონას მშობლების მიმართვა: "ჩვენ, ნოას მშობლები დამწუხრებულები ვართ ჩვენი შვილის გარდაცვალებით. ნოამ თვითონ გადაწყვიტა საკვებისა და წყლის შეწყვეტა. გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი. ის ჩვენი თანდასწრებით, კვირას გარდაიცვალა. ვთხოვთ ყველას პატივი სცენ ჩვენს მწუხარებას, რათა ვიგლოვოთ, როგორც ოჯახმა".

წარმოდგენაც კი ძნელია იმისა, როგორ უყურებდნენ შვილის ტანჯვას და როგორ გახდნენ მისი გარდაცვალების მომსწრენი. ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ბევრი კიცხავდა მშობლებს, რომ "ბოლომდე არ იბრძოლეს შვილის გადასარჩენად". ბევრი კი იწონებდა მათ საქციელს, რომ პატივი სცეს შვილის გადაწყვეტილებას და გვერდით ედგნენ ბოლომდე...
წყარო

alt"მის სამყაროს" მოულოდნელმა გარდაცვალებამ მსოფლიო შეძრა - რატომ გამორთეს აპარატიდან 19 წლის ლოტე


altსიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე – 14 წლის გოგონა, რომელმაც სამყარო შეცვალა (+ვიდეო)


ტეგები: ევთანაზია
12492
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
pipinia
6
ეს აშკარად ურიკინებდა .ვინ არ გაუუპატიურებით მაგრამ ანორექსია არ დამართიათ და თავიც არ მოუკლავთ. ამას ცოტას ფსიქიკურად უღუტუნებდა დიდი ალბათობით
21:51 / 15-06-2019
ნინო
0
სამწუხაროდ, ჰოლანდიაში არსებული კანონით, ეუთანაზია დაშვებულია 17 წლის ასკიდან. ვფიქრობ, სისასტიკეა, ჯერ კიდევ მოუმწიფებელ მოზარდს, მისცე უფლება სიცოცხლეს საკუთარი ნებით გამოესალმოს.
20:07 / 15-06-2019
მსგავსი სიახლეები
```