93 წლის დედოფლის, ელისაბედ II-ის ყოველდღიური გრაფიკი დატვირთულია, თუმცა ის მაინც ახერხებს საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში ყოფნას. მისი დღის ზუსტი განსაზღვრა რთულია, რადგან ის არასდროს აძლევს ინტერვიუს მედიას, მაგრამ, როგორც ცნობილია, 9-ის ნახევრისთვის იღვიძებს. უკვე 9 საათისთვის მისი უდიდებულესობის პირადი მდივანი ამზადებს წითელ საქაღალდეს, რომელშიც სპეციალური სამსახურების, დაზვერვისა და სხვა სამთავრობო დოკუმენტების ანგარიშებია.
დედოფალი ეცნობა სიაახლეებს და მარტო საუზმობს. პრინცი ფილიპი მეუღლეზე ადრე მიირთმევს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დილით ელისაბედ II მიირთმევს ისე, როგორც ბევრი ჩვეულებრივი მოკვდავი: სიმინდის ფანტელს, გამხმარ ხილს, ტოსტს მურაბით და მოხარშულ კვერცხს. ცნობილია, რომ საშობაოდ თავად ამზადებს შებოლილ ხახვიან ორაგულს.
ხშირად დედოფალი ასეირნებს ძაღლებს და პირადად უმზადებს საკვებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ველიშ-კორგის ძაღლის ჯიში სასახლეში აღარ დარჩა. გასულ წელს გარდაიცვლა მისი ბოლო წარმომადგენელი. დედოფალს ახლა კორგისა და ტაქსას ჯიშის ძაღლები ჰყავს.
გარდა ამისა, დილით, ელისაბედ II დიდ დროს უთმობს ჩვეულებრივი მოქალაქეების წერილების წაკითხვას. მას შეუძლია ყოველდღე სამასამდე წერილი მიიღოს. ამ წერილებიდან მისი უდიდებულესობა არჩევს რამდენიმეს, რომელსაც პირადად პასუხობს. თუმცა, არც დანარჩენს ტოვებს უპასუხოდ. მისი წარმომადგენლები დედოფლის ინსტრუქციის შესაბამისად, ყველას უგზავნიან პასუხს.
უკვე 11 საათზე დედოფალი იწყებს სრულყოფილ სამუშაო დღეს. ხვდება სტუმრებს, მათ შორის არიან ელჩები, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის წევრები და სხვა მნიშვნელოვანი პირები. თითოეული შეხვედრა 20 წუთზე მეტს არ გრძელდება. მისი უდიდებულესობა მასპინძლობს ასევე დაჯილდოებების ცერემონიებს და პირადად გადასცემს სხვადასხვა გამარჯვებულს ჯილდოს.
დაახლოებით 13:00 საათზე დედოფალს ლანჩი აქვს. თუ ოფიციალური სადილი არ იმართება, მას ურჩევნია თევზისა და ბოსტნეულის კერძების მიღება. როგორც წესი, დედოფალი მარტო მიირთმევს ლანჩს, მაგრამ თვეში ერთხელ პრინცი ფილიპიც მასთან ერთად მირთმევს. ასეთ დროს წყვილი სტუმრებს არაოფიციალურ შეხვედრაზე იწვევს. ზოგჯერ, დედოფალი თავისუფალ დროს ჰობის უთმობს. ელისაბედ II-ის საყვარელი საქმიანობა ცხენოსნობაა. ის უარს ამბობს ხოლმე მუზარადზე, ძალიან უყვარს ავტომობილები და ხანდახან მებაღეობითაც ერთობა.
დედოფალი 4 საათზე ჩაის სვამს ორცხობილით. ძალიან უყვარს ხილისა და შოკოლადის ნამცხვარიც. არც სასარგებლო საკვებზე ამბობს უარს, მაგალითად ნუშსა და თაფლზე.
კიდევ ერთი ჩვევა აქვს დედოფალს - ეს საღამოს აბაზანაა, რომელსაც 6 საათზე, ვახშმის წინ იღებს. რა თქმა უნდა, დილითაც ბანაობს, მაგრამ უფრო ცივი წყლით, რომ მთელი დღე დაცული იყოს ბაქტერიებისგან. საღამოს კი თბილ წყალს ამჯობინებს. თუ ოფიციალური ვახშამია, დედოფალი ჭიქა ღვინოს მიირთმევს, ახლობლების წრეში კი საყვარელი კოქტეილის დალევა ურჩევნია. პრინც ფილიპს საღამოს ლუდის დალევა უყვარს. ვახშამზე, როგორც წესი, მიირთმევენ ფრინველის ხორცს და ორაგულს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, დედოფალი მარტო მიირთმევს ვახშამს. არანაირი კარტოფილი, ბრინჯი და პასტა! დესერტად კი თეთრ ატამს ჭამს.
ბრიტანეთში დედოფლის კვებაზე ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ ერთხელ მისმა უდიდებულესობამ სამზარეულოში ვახშმიდან მორჩენილი ლიმონი შეიტანა და მზარეულებს სთხოვა, ახალ კერძში გამოეყენებინათ. ეს ამბავი საერთოდ არ არის გასაკვირი, რადგან ყველამ იცის, რომ დედოფალი ომის პერიოდში, შიმშილობის დროს გაიზარდა და ამიტომ, არ უყვარს პროდუქტების გადაყრა.
ოფიციალური დღე დაახლოებით 8-ის ნახევარზე სრულდება. თუ დედოფალს არ ეძინება, შეიძლება ტელევიზორს უყუროს. ცნობილია, რომ მისი უდიდებულესობა სერიალ "Downton Abbey"-ის დიდი გულშემატკივარია, ისევე უყურებს შოუ "X Factor"-ს. ელისაბედ II გვიან ღამით წვება დასაძინებლად და დატვირთული დღისთვის ძალების აღსადგენად ემზადება.
ელისაბედ 2-ის უმცროსი დის, სათადარიგო პინცესა მარგარეტის ტრაგედია