მაწონი უძველესი რძემჟავა პროდუქტია, კავკასიის რეგიონის ნამდვილი განძი. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სწორედ მაწონია ქართველი ხანდაზმულების სიცოცხლის ხანგრძლივობის მიზეზი. მაწონი რომ სასარგებლოა და ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანებზე, ამაზე აღარავინ კამათობს. რასაკვირველია, პირველ რიგში საუბარია ნატურალურ დედოზე დამზადებულ მაწონზე, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ყველა ის თვისება, რაც ჭეშმარიტად უნდა ჰქონდეს მაწონს.
მაწვნმის სარგებლობაზე და იმაზე, თუ რა დაავადებების პრევენციას ახდენს, გვესაუბრება ექიმი, ჟურნალ „ოჯახის მკურნალის“ მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:
- მაწონი ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო პროდუქტია. ის შეიძლება ჩავრთოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანის რაციონში, განურჩევლად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა (გარდა შეუთავსებლობის ერთეული შემთხვევებისა). ოჯახური წესით, დედოზე მომზადებული მაწონი შეიძლება მივიღოთ არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, ფერმენტების დეფიციტის, კუჭ-ნაწლავის ამა თუ იმ პათოლოგიისა და უამრავი სხვა დაავადების დროს. მაწონი აძლიერებსკალციუმის, ფოსფორის, რკინის, B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, ხელს უწყობს კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ნივთიერებათა ცვლას. მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს.
მაწონი, ისევე როგორც იოგურტი და კეფირი, რძემჟავა პროდუქტია. ყველა რძემჟავა პროდუქტს აქვს მნიშვნელოვანი სამკურნალო-დიეტური თვისებები და ამიტომ ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით კი წლამდე ასაკის პატარებისთვის. რძემჟავა პროდუქტებს ორგანიზმი სწრაფად და სრულად ითვისებს და გადაამუშავებს. აი, ამ თვისების გამო ითვლებიან ისინი აუცილებელ და სასარგებლო საკვებად. რა ხდება ორგანიზმში მათი მოხვედრის შემდეგ? რძემჟავა პროდუქტები შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს, რომლებიც ცილის დამშლელ ფერმენტებს გამოყოფენ. ამ ფერმენტების ზემოქმედებით რძის ცილა იცვლის სტრუქტუტრას და ხდება უფრო ნაზი.ასეთი შეცვლილი სტრუქტურის მქონე რძის ცილას პატარას ორგანიზმი უფრო იოლად ითვისებს. ამიტომაც სჯობს ძროხის რძეს მაწონი. რძემჟავა ბაქტერიები და რძის მჟავა ნაწლავებში მოხვედრისთანავე იწყებს ნაწლავთა ბინადარი ლპობის ბაქტერიების ცხოველქმედების დათრგუნვას. ეს უკანასკნელნი დიდ ზიანს აყენებენ ორგანიზმს. თუ ადამიანი რძემჟავა პროდუქტებს - მაწონს, ხაჭოს და სხვა - საერთოდ არ იღებს, მის ნაწლავებში ასეთი ბაქტერიები საკვებს ორგანული შხამების გამოყოფით შლიან. ეს შხამები იწვევს ორგანიზმის თვითმოწამვლას და ხელს უწყობს ნაადრევ დაბერებას. აქედან გამომდინარე, რძემჟავა პროდუქტები მხოლოდ ბავშვებისთვის კი არა, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის აუცილებელია, მით უმეტეს, მათთვის, ვინც კუჭ-ნაწლავის ქრონიკულ დაავადებებს უჩივის. ამრიგად, რძემჟავა ბაქტერიები აქტიურად გადაამუშავებენ ლაქტოზას რძის მჟავას გამოყოფით, რომელსაც ლპობითი და დაავადების გამომწვევი ბაქტერიების განადგურების უნარი შესწევს და ამით ხელს უწყობენ ბავშვის ნაწლავებში ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებას. რძემჟავა პროდუქტები აუცილებელია არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებათა თავიდან ასაცილებლად, არამედ ამ დაავადებების სამკურნალოდაც, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობის დროს.
გარდა ამისა, ბოლო დროს ძალიან აქტუალურია გახდა ტყვიის დიდი რაოდენობა ბავშვების ორგანიზმში. ტყვია ორგანიზმში საკვებით ან წყლით შედის. ტყვიის დიდი რაოდენობა, დაახლოებით 40%, ორგანიზმში რჩება. მათგან 90%-მდე - ძვლის ქსოვილში, დანარჩენი თმაში, ფრჩხილებში, თირკმელებსა და ღვიძლში ხვდება. ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნის შესანიშნავი მეთოდია ასევე ყოველდღიურად რძის მჟავე პროდუქტების მიღება. ეს შეიძლება იყოს არაჟანი ან კეფირი, მაწონი ან იოგურტი. ეს პროდუქტები ეხმარება ორგანიზმს მძიმე ლითონებით მოწამვლის დროს.
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ არა მხოლოდ სანდო რძის პროდუქტების, არამედ ქართულ დედოზე დამზადებული, სანდო და ხარისხიანი მაწვნის შეძენაც შეუძლიათ მომხმარებლებს. კომპანია „სანტეს“ ენდემურ დედოზე დამზადებულმა მაწონმა უკვე მოიპოვა დიდი მოწონება და ნდობა.
ასევე „ლოკო მოკოს“ საბავშვო ხაზმა და განსაკუთრებულად სპეციალურად ბავშვებისთვის წარმოდგენილმა მაწონმა, რომელიც ქართულ დედოზეა დამზადებული, გამდიდრებულია ომეგა-3-ით, ვიტამინ D3-ით და კალცით, აძლიერებს ბავშვის ძვლებს, კბილებს, იმუნიტეტს, მაწონში შემავალი იოდი კი ბავშვის გონებრივ აქტივობას საგრძნობლად აუმჯობესებს.
ეს ის პროდუქტებია, რომლებსაც ენდობიან მშობლები და ასევე ენდობიან ექიმები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.