ეს ალექსანდრე ზაზარაშვილია, ძალიან ნიჭიერი მომღერალი ბიჭი. მას ქართველი მაყურებელი "ნიჭიერიდან" და "რანინადან" იცნობს. ამ პროექტებშიც საკმაოდ წარმატებით გამოდიოდა, თუმცა იმედი გვაქვს, მისი ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა უკრაინის "ახალ ხმაში" გაცილებით წარმატებული იქნება, ფინალამდეც მიაღწევს და გაიმარჯვებს კიდეც. ამას უკვე წინასწარმეტყველებენ შოუს მაყურებლები, რადგან პირველი გამოსვლა ყველაზე შთამბეჭდავი იყო და ალექსანდრეს უკვე მოუტანა უკრაინაში დიდი პოპულარობა.