ერთხელ 13 წლის ბიჭის დედამ შეამჩნია, რომ ის იცინოდა იმ ბავშვებზე, რომლებიც ტანსაცმელს ამერიკულ იაფფასიან მაღაზიებში ყიდულობდნენ. ქალმა ჩათვალა, რომ ეს არ იყო სწორი საქციელი და მოიფიქრა, როგორ ეჩვენებინა საკუთარი ვაჟისთვის კარგი გაკვეთილი.
მან ბავშვს 20 დოლარი მისცა ტანსაცმლის საყიდლად, რომლითაც მერე მთელი კვირა უნდა ევლო სკოლაში. "ის არ იყო კმაყოფილი, ცრემლებიც კი გადმოსცვივდა, მაგრამ მე მჯერა, რომ 15 წლის ასაკში გაეცინება კიდეც თავის თავზე. ვიჯექი მასთან ერთად და ვუხსნიდი, რომ ეს დასჯა არ იყო, პირიქით, ვცდილობდი, გაეგო, რომ კარგი ტანსაცმლის პოვნა ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ფასად შეიძლება და რომ ტანსაცმლის ფასი არ არის მთავარი ადამიანის შესაფასებლად..." - დაწერა საკუთარ გვერდზე სიერა ბრიტანი ფორნმა.
ქალის თქმით, მის შვილზე ამ გაკვეთილმა ძალიან კარგად იმოქმედა. მას აღარ სურდა, მის მეგობრებს გაეგოთ, რომ მამამისს ძვირად ღირებული "ჰონდა" ჰყავს.
"თუ ის 13 წლის ასაკში ამ ყველაფერს გააცნობიერებს, წარმოგიდგენიათ, 16 წლის რომ იქნება, როგორ შეხედავს მსგავს ფაქტებს?" - წერს დედა.
მის პოსტს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა და გაზიარება აქვს. ქალი გაოცებული იყო ხალხის რეაქციით და ამიტომ მან ექსპერიმენტის შედეგი გაამხილა: 13 წლის ენტონმა თავისთვის იყიდა იაფფასიანი შარვალი და რამდენიმე მაისური და ნამდვილად იარა შემდეგ ამ ტანსაცმლით სკოლაში.