"5 წლის იყო, როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა ცოტნეს დედა" - რას ჰყვება 9 წლის ვირტუოზის ბებია?
"5 წლის იყო, როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა ცოტნეს დედა" - რას ჰყვება 9 წლის ვირტუოზის ბებია?
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა 9 წლის ბექა ზედგინიძის ვიდეომ სრულიად საქართველო აალაპარაკა.
"მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ!!!! მე დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი!!! საოცარი, გენიალური, არნახული 9 წლის ვუნდერკინდი!!!! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე!!!!! დიდი, ძაააალიან დიდი მუსიკოსი იზრდება საქართველოში ცოტნე ზედგინიძის სახით!!! განუმეორებელი ნიჭი და სიღრმე, ღმერთის რჩეული... ღმერთო, დიდი მადლობა რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას... 14 ივნისს ილიას უნივერსიტეტში დაუკრავს მის საკუთარ მუსიკას, ძალიან მაგარს,
საინტერესოს, განსაკუთრებულს... აი, რატომ
და ვის გამო უნდა ვიყოთ ამაყები! ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი!!! მიყვარს!!! ვეთაყვანები როგორც განგების რჩეულს!" - დაწერა ცნობილმა მუსიკოსმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკა რაჭველმა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში".

როგორც გაირკვა ცოტნე ცნობილი კომპოზიტორის, ლოტბარისა და მომღერლის ნიკო სულხანიშვილის შთამომავალია. kvirispalitra.ge ცოტნეს გამზრდელ ბებიას ქალბატონ ნინო მამრაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ნინო, მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც 6 წლის ბიჭუნა ვირტუოზულად უკრავდა, თან გვიხსნიდა, ახლა რასაც შეგისრულებთ ესეც ჩემი დაწერილია, ესეც ჩემი დაწერილიაო. გამოდის, ცოტნე რამდენიმე წლის წინ გაგვიცვნია...

- დიახ, იმ ვიდეოში რამდენიმე

იმპროვიზაცია დაუკრა. არც ვიცოდით ეს ვიდეო ისე დაუდია მის ნათლიდედას. ცოტნეს საერთოდ არ უნდოდა საჯარო გამოსვლები. მეც არასოდეს დამიძალებია. მუსიკალურ სკოლაში არასდროს უვლია, სწავლობს ჩემთან, სახლში, ხუთნახევარი წლის ასაკიდან. მე პიანისტი ვარ, დამთავრებული მაქვს მოსკოვის კონსერვატორია და ასპირანტურა. ვუკრავდი, როგორც მოქმედი პიანისტი, 6 წლის განმავლობაში - 2011 წლამდე - თბილისის ნიჭიერთა ათწლედის დირექტორი ვიყავი, კონსერვატორიაშიც ვმუშაობდით მე და ჩემი მეუღლე ნიკუშა სულხანიშვილი - დიდი ნიკო სულხანიშვილის შვილიშვილი. ეს მას შემდეგ, რაც კაიროდან დავბრუნდით, - მანამდე ჩვენ კაიროს აკადემიაში ვიყავით მიწვეულები ევროპული მუსიკის ექსპერტებად. იქ 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით. მოგვიანებით, თბილისში, ილიაუნში, ჩემი იდეით, შეიქმნა მუსიკის ცენტრი. იმისთვის, რომ არ გვქონოდა მხოლოდ ერთი მუსიკალური უმაღლესი სასწავლებელი და შექმნილიყო ჯანსაღი კონკურენცია.
თავიდანვე, როგორც კი შევუდექი ცოტნესთან მუშაობას, გამომჟღავნდა, რომ ჩვეულებრივ სასწავლო სისტემაში არ შეიძლებოდა მისი მიყვანა.
ცოტნეს მეცადინეობის დაწყებიდან მალევე, მოულოდნელად გარდაიცვალა ცოტნეს დედა - ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ირინა. მაშინ ირინა 36 წლის იყო, ცოტნე 5-ის, მისი დაიკო ნინიკო - 3 წლის. ირინას, გული და ფილტვი გაუსკდა, ართერო პრობლემების გამო, რომელიც მანამდე არ მჟღავნდებოდა. წავიდა სამსახურში, ლექცია წაიკითხა, შესვენების დროს თქვა - ცუდად ვარო და... წამში მოხდა ეს საშინელი ამბავი...

იხილეთ ცოტნეს შესრულება

- როგორც ვიცი, ახლა თქვენ ზრუნავთ ნინიკოსა და ცოტნეზე...

- თავიდანვე მე და ირინა, სახლში, სადაც ახლაც ვცხოვრობთ, ერთად ვზურავდით მათზე. ცოტნეს და ნინიკოს მამა - გიორგი, მოდიოდა ჩვენთან, ზოგჯერ ესენი მიდიოდნენ მასთან. ირინას წასვლის შემდეგ ბავშვებმა ისევ ჩემთან გააგრძელეს ცხოვრება. დღემდე ასეა.
ცოტნეს განათლებას რაც შეეხება, ჩვენ ბევრი რამ გავიარეთ აკადემიური განათლების მისაღებად - პოლიფონია, ეტიუდები, სონატები... მუსიკალურ ნაწარმოებს ძალიან ადვილად არჩევს და ასრულებს.

განაგრძეთ კითხვა
1751
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```