ქეთა თოფურია თხოვდება - რა ფოტოს აქვეყნებს გუფი
ქეთა თოფურია თხოვდება - რა ფოტოს აქვეყნებს გუფი
ქეთა თოფურიას და გუფის მიმართ საზოგადოების ინტერესი დღემდე არ წყდება. წყვილი რამდენიმე თვის წინ დაშორდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით შერიგდნენ.

მათი ურთიერთობა ახლა ისეთივე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როგორც იდგა თამრიკო ჭოხონელიძის და გია როინიშვილის ოჯახი, მანამ, სანამ მათმა ვაჟმა არ განაცხადა, რომ მშობლებს ერთმანეთთან უბრალოდ ცივილური დამოკიდებულება აქვთ.

მოკლედ, ზუსტად არავინ იცის შერიგდნენ თუ არა ქეთა და გუფი...

გუშინ საღამოს გუფიმ სოციალურ ქსელში სმოკინგში გადაღებული ფოტო დადო და დააწერა:
მან თქვა კი.

პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მისი ფოლოვერები ვარაუდობენ, რომ რეპერი ქეთა თოფურიაზე ქორწინდება.

თოფურია კი ამ დრომდე არ გამოჩენილა ინსტაგრამზე. სამაგიეროდ, გუფის ყოფილი ცოლი არ ჩამორჩა მოვლენებს და ინსტაგრამზე საქორწინო კაბაში გადაღებული ფოტო დადო, ის სანაპიროზე სეირნობს.

ვნახოთ მოკლედ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხუმრობა იყო ეს, თხოვდება თუ არა ქეთა თოფურია თუ გუფი აიზას ურიგდება მალე გავიგებთ.
იხილეთ ფოტოები
5099
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```