ხობის მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებლების მიერ შესრულებულმა ცეკვამ სოციალური ქსელი მოიცვა. ვიდეო ერთ-ერთმა პედაგოგმა მედეა ვარდიამ გაავრცელა:
"დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში... გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის მე-40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ...ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში...არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია", - წერს პედაგოგი.