მამა 2 წლის შვილს მანქანით დაეჯახა -"ბიჭს სა­სი­ცო­ცხლო ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და"
მამა 2 წლის შვილს მანქანით დაეჯახა  -"ბიჭს სა­სი­ცო­ცხლო ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და"
გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 2 წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მამ ავ­ტო­მან­ქა­ნის სი­ახ­ლო­ვეს მყო­ფი შვი­ლი ვერ შე­ნიშ­ნა და მან­ქა­ნით და­ე­ჯა­ხა.

ოჯა­ხის წევ­რებ­მა, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბიჭი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა კლი­ნი­კა "გორ­მედ­ში" შეყ­ვა­ნი­სას ბავ­შვი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

"კლი­ნი­კა­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს 2 წლის ბავ­შვი, თუმ­ცა შე­მოყ­ვა­ნი­სას ბიჭს სა­სი­ცო­ცხლო ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ის გარ­დაც­ვლი­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა და­ზი­ა­ნე­ბებს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კა­ვა­ში­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი", - გა­ნა­ცხა­და "გორ­მე­დის" ქი­რურ­გი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა მე­რაბ მა­ი­სუ­რა­ძემ.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ბავ­შვის ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა სამ­ხა­რუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ბი­უ­როს გო­რის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უტარ­დე­ბა.
2454
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?