მომღერალი ქეთა თოფურია დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მუდმივად ცდილობს ქალიშვილს, ოლივიას დროის დიდი ნაწილი დაუთმოს.
ქეთა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს, განსაკუთრებით ზაფხულში, მისი ქალიშვილი ოლივია ყველაზე ცხელ სეზონს სწორედ საქართველოში ატარებს.
ქეთას ქალიშვილი გუშინ 4 წლის გახდა, მომღერალმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და პატარას დაბადების დღე საქართველოში, კერძოდ წყნეთში გადაუხადა.
ოლივიას დაბადების დღეზე ქეთას მეგობრები და მათი შვილები იყვნენ მიწვეული. მათ შორის იყო მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე, რომელიც დედა წელს პირველად გახდა და პატარა გაბრიელას ზრდის. განაგრრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები