არაერთი კვლევით დადასტურებულია, რომ ჯანსაღი საუზმე ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება და ამავდროულად, ის მთელი დღე ენერგიულად ყოფნას უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, გადატვირთული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე დღეს საუზმე ფუფუნებად იქცა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ყოველი მეხუთე ადამიანი ტოვებს საუზმეს. რაც, მიუღებელი და არასწორია, თუმცა რეალობაა, რომლის წინაშეც ვდგავართ.
ნუტრიციონისტების განმარტებით, საუზმე უნდა იყოს მსუყე და კომბინირებული. სასურველია, რომ დილით მიირთვათ კალციუმით, რკინით, B ვიტამინითა და ცილით მდიდარი პროდუქტები. საუზმეზე განსაკუთრებულად აუცილებელია ცილების მიღება, რადგან ის ნახშრწყლებთან ერთად უზრუნველყოფს დანაყრებას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიყვება ადამიანს.
საუზმე აღადგენს, გინარჩუნებთ გლუკოზის ნორმალურ დონეს. გლუკოზა ტვინისთვის მნიშვნელოვანი ნახშირწყალია. საუზმის წყალობით უმჯობესდება მეხსიერება, გუნება–განწყობილება და კონცენტრაციის უნარი, მნიშვნელოვნად მცირდება სტრესის დონე.
დილა საუზმის გარეშე ორგანიზმისთვის სტრესია, რაც გარკვეულწილად მთელი დღის განწყობას განაპირობებს. ვიტამინებსა და მინერალებს, რომელიც დილით ვერ მიიღო ორგანიზმმა, მთელი დღის განმავლობაში ვეღარ იღებს. მათი ჩანაცვლება კი უმეტეს შემთხვევაში ხდება ტკბილეულითა და ყავით, რაც მიუღებელია, როგორც ჯანმრთელობის, ისე წონის შენარჩუნების მხრივ.
დილის სისტემატიურად ყავით დაწყება გულძმარვის, გასტრიტის ან წყლულოვანი დაავადების გამოწვევის რისკის წინაშე აყენება ადამიანს. კარგია თუ დილით ყავას მიირთმევთ მაგრამ საუზმის შემდეგ.
განვითარებულ ქვეყნებში საუზმე ადამიანების ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. რადგან გადატვირთული რეჟიმის გამო სახლში საუზმის მირთმევა ყველას უჭირს, ევროპულ ქვეყნებში არსებობს არაერთი კვების ობიექტი, რომლებიც ჯანსაღ საუზმესა და ლანჩზე არიან ორიენტირებული და საღამოს საათებში საერთოდ არ მუშაობენ. იქ უკვე ტრადიციად არის ჩამოყალიბებული, რომ მსგავს კაფეებში დილით დასაქმებულები მიდიან და უკვეთავენ ჯანსაღ საუზმესა და ხილის წვენს ან ყავას, რომელიც ოფისში მიაქვთ და იქ საუზმობენ. ჯანსაღი საკვებს ატანენ ბავშვებს სკოლაშიც.
საქართველოში ამ წესის ტრადიციად ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, რადგან ჩვენთან სწრაფი კვების ობიექტები და არაჯანსაღი საკვები ძალიან პოპულარულია. თუმცა არსებობს ისეთი ობიექტებიც, სადაც ჯანსაღი საუზმისა და სადილის შეკვეთა შეგიძლიათ. მაგალითად, ასეთია Mr.Cook - კაფე, სადაც უზეთოდ და ორთქლზე მომზადებული კერძებით მოგემსახურებიან. ადამიანები, რომლებიც კარგად აცნობიერებენ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ჯანსაღი საუზმის და ზოგადად, ჯანსაღი კვების როლს, ხშირად სტუმრობენ მსგავს კაფეებს.
დილით მისართმევი პროდუქტების სპეციალური ჩამონათვალი არ არსებობს. საკმარია, ესტუმროთ Mr.Cook-ის კაფე, რომელსაც ენდობით და ზუსტად გეცდონებათ, რომ ჯანსაღი კერძები დაგხვდებათ და შემოთავაზებული ასორტიმენტიდან თქვენთვის სასურველი აარჩიოთ. სასურველია, თუ საუზმეს ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს მიირთმევთ და ამავდროულად, მას მრავალფეროვანს გახდით. საუზმე კალორიულობის თვალსაზრისით, შესაძლოა ყველაზე მეტად მძიმე იყოს დღის განმავლობაში სადილთან და ვახშამთან შედარებით.