უმძიმეს სენთან მებრძოლი თუთა მალე სამი წლის გახდება. თუ როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ AMBEBI.GE გოგონას დედას, ანი ბერიშვილს ესაუბრა:
თუთა 2018 წლის ოქტომბრიდან იღებს ორი სახის ქიმიოთერაპიას, ამ ეტაპზე ყოველდღიურად გაზრდილი აქვს დოზები, რადგან მისი სხეული არასამედიცინო ენაზე რომ ვთქვა, ერევა ქიმიას და კვირაში ერთხელ იღებს სხვა სახეობის ქიმიასაც.
გარდა ამისა, სისხლის კონტროლს გადის კვირაში ერთხელ. საკმაოდ რთულია პატარა გოგოსთვის, მაგრამ ძალიან ყოჩაღია და თვითონაც მიეჩვია პროცედურებს ასე თუ ისე. წელიწადნახევარი უნდა გაიაროს ქიმიოთერაპიის კურსი, შემდეგ კი 6 თვე აცრების გარეშე გვეყოლება, მხოლოდ ამის მერე შეძლებს ბაღში და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში თავისუფლად, თამამად სიარულს.
მინდა აღვნიშნო, რომ გაზრდილი ქიმიის ფონზე დაიტვირთა ღვიძლი, რაც პერიოდულად ხელს გვიშლის, იხილეთ სრულად
თუთამ ლეიკემია დაამარცხა - "ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, მეტირება..."