ქეთი წიქვაძე ცნობილი ხელოვანების ოჯახში გაიზარდა. მსახიობის პროფესიის დაუფლებაზე უფიქრია, თუმცა საბოლოოდ, განათლება მაინც სხვა მიმართულებით მიიღო. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ქეთი ჩიკას ერთ-ერთი დაქალის როლით გამოჩნდა, რომლის თავსაც ბოლო დროს საინტერესო ამბები ხდება...
- თეატრალურ უნივერსიტეტში, ტელე-კინოპროდიუსინგის ფაკულტეტზე ვსწავლობდი (მგონი, ეს ფაკულტეტი სულ რაღაც 4 წელი არსებობდა) - კოკა ყანდიაშვილის ჯგუფი იყო. წინათ სამსახიობო სფეროსთან შეხება არ მქონია. "ჩემი ცოლის დაქალებში" ლეკას როლი ჩემთვის პირველია.
- რეჟისორი გიორგი ლიფონავა, რომელსაც უბრალოდ, "გამარჯობით" ვიცნობდი, კლუბში შემხვდა, პირდაპირ მოვიდა და მითხრა, - ხვალ სინჯზე მოდიო. მეორე დღეს მივედი, ოღონდ თვითონ არ დამხვედრია - კასტინგის მენეჯერი დამხვდა. როცა გამოვედი, რეჟისორმა, - ვა, მოხვედიო? წინადღეს ისე ვესაუბრე, რომ ეტყობა, ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, თუ მივიდოდი... მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ სასწრაფოდ გადაღებები უნდა დაგვეწყო.
- კი, ყოველთვის ვუყურებდი.
- ბავშვობაში, გარკვეულ ეტაპზე მსახიობობა მომინდა, მაგრამ იმიტომ არა, რომ ეს ჩემი მოწოდება იყო და ამისთვის შინაგანად მზად ვიყავი. ასე მგონია, რომ ბავშვურად, მარტივად გადავწყვიტე, - მოდი, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარებ-მეთქი. შემდეგ, უცბად დედაჩემი (ნანა ლორთქიფანიძე) ძალიან შემეწინააღმდეგა - არა, ამ ქვეყანაში მსახიობობა საშინელებაა, ბევრი გულისტკენა სდევს თანო... დიდად არ შევწინააღმდეგებივარ, თუმცა ბაბუასთან მივედი (გიგა ლორთქიფანიძესთან) და ვუთხარი, - მსახიობობა მინდა, მაგრამ ნანას არ სურს-მეთქი. მიპასუხა, - ვის რა უნდა, ყურადღებას ნუ მიაქცევ. შენ რომელი პროფესიაც გინდა, ის აირჩიეო, მაგრამ დიდად ისიც არ "გაქაჩულა" - ალბათ, ხვდებოდნენ, რომ დიდი მსახიობი არ დავდგებოდი (იცინის). მერე გავიგე, რომ "ჩემი" ფაკულტეტი ჩამოყალიბდა - სამსახიობოზე ჩაბარებას "გადავრჩი", რადგან მინდოდა, კოკა ყანდიაშვილთან მესწავლა. ამ ფაკულტეტით ძალიან მოვიხიბლე. პროდიუსერი არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი სფერო უფრო ტელევიზიაა, ვიდრე მსახიობობა. ყოველ შემთხვევაში, სწავლის პირველ ეტაპზე ტელევიზიასთან ხშირი შეხება მქონდა, რადგან კოკას მაშინ თავისი ტელეგადაცემები ჰქონდა. ფაქტობრივად, ჩავაბარეთ თუ არა, ზაფხულშივე, სანამ სწავლა დაგვეწყებოდა, მთელ ჯგუფს ტელევიზიაში მუშაობა დაგვაწყებინა - იქ ყოველდღე დავდიოდით და მოვალეობებს ვცვლიდით, ყველაფერს "მიგვდო-მოგვდო". მერე ისე მოხდა, რომ კოკას პოლიტიკური პრობლემები შეექმნა, ქვეყნიდან წასვლა მოუხდა და მესამე კურსზე "ჰაერში აღმოვჩნდით". გამიმართლა, რომ ჩემი ჯგუფი ექსპერტმა მამუკა არეშიძემ აიყვანა, რომელმაც უამრავი რამ მასწავლა, მაგრამ ეს უკვე ტელე-კინო აღარ იყო, უფრო მენეჯერული მიმართულებით გავიღრმავე ცოდნა. იმ პერიოდში, მე და ჩემმა ჯგუფელებმა საკურსო პროექტი - "ყვავილების ფესტივალი" გავაკეთეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2006 წლიდან დაინერგა. ეს ჩემი ჯგუფის მიერ წამოწყებული საქმეა, რომლითაც ვამაყობ. როცა ჩვენ ვაკეთებდით, მართლა სრულიად ქვეყნის სალაპარაკო თემა იყო. რეალურად, ჩვენი მიზანიც ეს გახლდათ - გვსურდა, მთელ ქვეყანას ამაზე ელაპარაკა, იქაურობა ძალიან ლამაზი ყოფილიყო და ასეც მოხდა... შემდეგ, 1 წლით სასწავლებლად პრაღაში გავემგზავრე. ჯგუფიც მაშინ დაიშალა. ჩვენი ფესტივალი მაშინაც დამოუკიდებლობის დღეს იმართებოდა. როცა დავიშალეთ, ეს პროექტი მერიამ თუ ვიღაც-ვიღაცებმა (დეტალები არ ვიცი) თავისთვის დაიტოვეს, მაგრამ ამაში არავის ვადანაშაულებ, რადგან არც ერთს გვიაქტიურია, რომ "ყვავილების ფესტივალი" ბოლომდე ჩვენი ყოფილიყო. ამას ახლა ძალიან ვნანობ, რადგან იდეიდან დაწყებული, ყველაფერი მესამეკურსელი ბავშვების ძალიან წარმატებული პროექტი იყო, რომელიც რატომღაც, ასე მივაგდეთ და სხვებმა გამოიყენეს.
- საერთოს ვერაფერს ვპოულობ. როლის შესრულებისას შეიძლება, ჩემი მიმიკა ან ღიმილი "გამეპაროს" (რასაც ვცდილობ, არ დამემართოს), მაგრამ აი, რადგან პროფესიონალი არ ვარ, ეტყობა, ყოველთვის არ გამომდის (იღიმის). შესაძლოა, ამას მხოლოდ მე ვამჩნევ. დანარჩენს (ხასიათი, იმიჯი, ღირებულებები...) რაც შეეხება, მგონი, ჩვენ შორის ყველაფერი აცდენილია. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ ეს გოგო ისეთი შტერია, რომ ძირითადად, დუბლების ჩაშლა და ახლის ჩაწერა გვჭირდება იმის გამო, რომ მაქსიმალურად თავის "გადებილება" მიწევს, რაზეც ხანდახან ძალიან მეცინება. განაგრძეთ კითხვა