ბავშვის გული ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა გაჩერებულიყო
ინგლისში ექიმებმა ვერ შეძლეს სასიკვდილო დაავადების ამოცნობა და კინაღამ დაღუპეს ბავშვი. ამ ისტორიით დაინტერესდა ბრიტანული გამოცემა Daily Mirror.
სამშობიარო სახლიდან გამოწერილი ნაომი სმოლვუდი მიხვდა, რომ მის ახალშობილს ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა. ბავშვი უარს ამბობდა საკვებზე და სულ ეძინა. დედამ გადაწყვიტა მიემართა ექიმისთვის. ექიმმა უთხრა, რომ ეს მეტეორიზმის ბრალია იყო. ორი კვირის შემდეგ, ბავშვმა ხმაურიანი სუნთქვა დაიწყო. სპეციალისტებმა არც ახლა შეიცვალეს აზრი.
მაშინ სმოლვუდმა გადაწყვიტა, სხვა სამედიცინო დაწესებულებისთვის მიემართა.
ბავშვი მაშინვე დააწვინეს საავადმყოფოში. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ გული ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა გაჩერებულიყო და რომ არ მიეყვანათ ექიმთან, იმ ღამეს ვეღარ გაათენებდა. ფრედის აღმოუჩინეს გულის აორტის შევიწროება, რაც ხელს უშლიდა სისხლის მიწოდებას გულთან.
ექიმებმა დანიშნეს ოპერაცია. პროგნოზების გაკეთება უჭირდათ, რადგან ბავშვი 12 დღის იყო. ოპერაცია 10 საათი გრძელდებოდა, რის შემდეგაც, სისხლში ჟანგბადის დონე კლებულობდა. ბავშვი მიაერთეს ხელოვნური სუნთქვის აპარატთან. ორი კვირა ფრედიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაჰყო. გარკვეული დროის შემდეგ, პატარას მდგომარეობა გაუმჯობესდა და მალევე გამოწერეს საავადმყოფოდან. 6 თვის შემდეგ ფრედი ისევ დასუსტდა. ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩაეტარებინათ ოპერაცია ღია გულზე. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
"მე რომ არ წამეყვანა ფრედი ექიმთან, ეს ისტორია ძალიან ცუდად დამთავრდებოდა", - ამბობს ნაომი.
"მის სამყაროს" მოულოდნელმა გარდაცვალებამ მსოფლიო შეძრა - რატომ გამორთეს აპარატიდან 19 წლის ლოტე