არდადეგებზე საკითხავი - წიგნები, რომლებიც ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს
არდადეგებზე საკითხავი - წიგნები, რომლებიც ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს
ზაფხულის არდადეგები დაიწყო და სასკოლო ცხოვრებით გადატვირთულ ბავშვებს ბევრი თავისუფალი დროც გამოუჩნდათ. რა თქმა უნდა, მათ გონებას და სხეულს კარგი დასვენება სჭირდება, თუმცა ეს სეზონი აუცილებლად უნდა გამოიყენონ წიგნთან დასაახლოებლად, კითხვის ჩვევების გასაუმჯობესებლად, ახალი-ახალი წიგნების აღმოსაჩენად და თვალსაწიერის გასამდიდრებლად. კარგი იქნება, თუ ბავშვი ადრეული ასაკიდავე მიეჩვევა იმ აზრს, რომ ზაფხულის არდადეგები წიგნების გარეშე წარმოუდგენელია. საამისოდ კი საჭიროა, კარგად შევურჩიოთ ისეთი გამოცემები, რომლებიც ჩვენს შვილებს ლიტერატურას შეაყვარებს და მასთან სამუდამოდ დაამეგობრებს.
გთავაზობთ რამდენიმე წიგნს, რომლებმაც უკვე მთელ მსოფლიოში მოიპოვეს პატარა მკითხველის სიყვარული.

ჰარიეტ ბიჩერ სტოუ - ბიძია ტომის ქოხი
mshoblebi
ცნობილია, რომ ამ რომანმა მე-19 საუკუნეში მილიონობით ადამიანს შემატა ძალა, ებრძოლა მსოფლიოში მეტი ჰუმანურობისთვის და გაეხადა სამყარო უკეთესი. წიგნის გამოსვლიდან, მალევე, აშშ-ში, ჩრდილოეთის ინდუსტრიულს და სამხრეთის მონათმფლობელურ შტატებს შორის, სამოქალაქო ომი დაიწყო. მართალია, ბიჩერ სტოუს რომანს ომი არ დაუწყია, მაგრამ იგი ერთ-ერთი იმ ნაპერწკალთაგანი იყო, რომელმაც დიდი აფეთქება გამოიწვია.

მონტეირუ ლობატუ - ყვითელი კოდალას ორდენი
mshoblebi
დონა ბენტა ძალიან უგემურად და უფერულად იცხოვრებდა, რომ არა მისი შვილიშვილი ცხვირპაჭუა. დონა ბენტა ნამდვილი ბებიაა - ცხვირპაჭუას ყველა სურვილს ასრულებს, მუდამ ეალერსება და არ აქვს სხვა საზრუნავი. ბებია ბენტა
ყველაფერია ცხვირპაჭუასთვის, ცხვირპაჭუა კი - ბებიასთვის.

დანიელ დეფო - რობინზონ კრუზოს მოგზაურობა
mshoblebi
რობინზონ კრუზოს თავგადასავალი ბავშვებს მოუთხრობს, თუ რა მნიშვნელოვანია, იყო საკუთარი თავის პატრონი და რომ ადამიანის სიბრძნე სწორედ იმაშია, თუ რამდენად შეუძლია მას ბედუკუღმართ გარემოებებთან გამკლავება.

თომას მანი - ტონიო კრიოგერი
mshoblebi
ნაწარმოები მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც მუშაობდა კარჩაკეტილად, სხვათათვის შეუმჩნევლად და, ზიზღნარევი განცდით იმ პატარა ადამიანებისადმი, რომელთათვისაც ტალანტი თავმოსაწონებელ სამკაულად ქცეულა, და რომელნიც, ღარიბები თუ მდიდრები, ბობოქარი, დაუცხრომელნი თუ დაკნინებულ-დაჩაჩანაკებულნი, ანდა უჩვეულო ჰალსტუხებით მორთულნი დააბიჯებენ და პირველ ყოვლისა, იმითი ერთობიან, რომ რაც შეიძლება ბედნიერად, საამურად და არტისტულად მოაწყონ თავიანთი ცხოვრება. ის კი არ უწყიან, რომ კარგი ნაწარმოებები მხოლოდ გაუსაძლისი ცხოვრების უღელქვეშ იქმნება, და რომ, ვინც ცხოვრობს, ვერაფერს ქმნის, და რომ უნდა მოკვდე, შემოქმედი, მწერალი რომ გერქვას.

როგორ მოვარჯულოთ დრაკონი
mshoblebi
ეს არის ნაწარმოები, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით იყიდება, ხოლო მისი ეკრანიზაციის სანახავად რიგები დგას კინოთეატრებთან. ქართველ მკითხველს საშუალება აქვს, დრაკონებთან ერთად იმოგზაუროს ზღაპრულ სამყაროში.

ულის მური - დროის კარი
mshoblebi
წიგნი ცნობისმოყვარე ტყუპ და-ძმასთან და მათ მეგობართან ერთად გამოგზაურობეთ ხიფათით სავსე თავგადასავალში, რომელიც მათი ახალი სახლის საიდუმლო კარის იქით იწყება. მისტიკისა და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებისთვის ეს წიგნი შესანიშნავი ტავგადასავალი იქნება.

დევიდ ბედიელი - საოცნებო მშობლები
mshoblebi
ეს არის წიგნი ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც ბავშვობა არ დავიწყებია.
ბარი ბენეტი ოცნებობს ისეთ სამყაროზე, სადაც პატარები მშობლებს თვითონ ირჩევენ. თუმცა, ყველაფერი, თურმე ისეთი იოლი არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

11 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით ბიბლუსის მაღაზებში - "მოემზადე არდადაგებისთვის" - დღეებია, რომლის ფარგლებშიც წიგნებს "ლიბერქიდსისა" და "მოსწავლის არჩევანის" სერიიდან -20-იანი დასდაკლებით შეიძენთ.
1385
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
givi
0
7 წლის ბავშვმა უნდა წაიკითხოს იაკობ გოგებასვილის დედა-ენა,!
13:56 / 19-06-2019
მაკა
0
რომელი მწერლის მოთხრობა შეიძლება წაიკითხოს 7წლის ბავშვმა?
15:06 / 18-06-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```