მსახიობი და მოდელი შორენა ბეგაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევა. არანაკლებ პოპულარულია მისი შვილი ევა ბარბაქაძეც. ევა ხშირად იღებს მონაწილეობას ფოტოსესიებში და რამდენიმე კომპანიის სახეც გახლავთ.
ევამ წელს სკოლა დაამთავრა. შორენამ სოციალურ ქსელში მისი ბანკეტის ფოტოების გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა:
„უხ, რა გოგო გყავს, შორე“.
„დედას ლამაზია“.
„ძალიან, ძალიან ლამაზია, შორე, შენზე ლამაზიც კი, ჩემო ულამაზესებო, და ეს არის ჩვენი დედების ჯილდო და ყველაზე დიდი საჩუქარი დედის ამაგის“.
„დედის ასლია სილამაზით და ეშხით“.
„ზედმეტად ლამაზია“, - წერენ კომენტარებში ცნობილი თუ უცნობი ადამიანები.