თბილისის მერის, კახა კალაძის ულამაზესი ოჯახი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა ჯვარი სულ ახლახანს დაიწერა და საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქორწილიც გადაიხადა. ულამაზესი იყო პატარძალი - დიზაინერი ანუკა არეშიძე. ღონისძიების ამსახველი კადრები რამდენიმე დღის მანძილზე ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში, ქართველი სელებრითები კი თავს იწონებდნენ წინანდლის ულამაზესი ბაღიდან.
ქორწილს რასაკვირველია დაესწრნენ ანუკის და კახის შვილები. დღეს დიზაინერმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს, როგორ ზრუნავენ მისი ბიჭები ერთმანეთზე. აღფრთოვანებულმა დედამ თბილ ფოტოს შემდეგი მინაწერი გაუკეთა:
„I wish them to care about each other during the entire lifetime in a same way as they do now.
იმედია ისევე იზრუნებენ ერთმანეთზე და ისევე ეყვარებათ ერმანეთი,როგორც ახლა უყვართ. ლევანიკოს განსაკუთრებით უყვარს თავისი ნაბოლარა ძმა, ყოველთვის მეხმარება მის მოვლაში და უფლის მადლიერი ვარ, რომ ასეთი მზრუნველი ბიჭი მაჩუქა“.
იხილეთ ანუკის და კახას ცეკვა ქორწილიდან
ანუკისა და კახას ცეკვა ქორწილიდან
თეკლა ჟვანია