მდიდარი და ცნობილი ოჯახები საქართველოში მუდმივად იქცევს საზოგადოების ყურადღებას. როგორი პრივატული ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეთ მათ, ისინი ყვითელ პრესაში ხშირად ხვდებიან.
რამდენიმე წლის წინ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა მაკა ასათიანის აფხაზი დისშვილის მარიანა აჩბას ფოტოებს. ის დეიდას სილამაზით ნამდვილად არ ჩამოუვარდება.
მარიანა საზღვარგარეთ ცხოვრობს და დეიდასთან განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა აქვს. ის სწავლობს და სწავლის პარალელურად, მოდელობს კიდეც. მხოლოდ იმ ჩვენებებში მონაწილეობს, სადაც პოდიუმზე საკუთარი კოლექცია მის მეგობარს გამოაქვს.
კერძოდ, ჯაბა დიასამიძის ყველა ჩვენების მთავარი მოდელია.