სიახლეებიკალეიდოსკოპი
ტოპ 10 წიგნი თინეიჯერებისთვის
ტოპ 10 წიგნი თინეიჯერებისთვის
ზაფხული ის პერიოდია, როდესაც წიგნების წასაკითხად ყველაზე მეტი დრო გვაქვს. წინასწარ ვემზადებით: ვიღებთ რეკომენდაციებსა და რჩევებს, განვსაზღვრავთ საკითხავ დროს, ბიუჯეტს და წიგნების სიასაც ვადგენთ. თინეიჯერობის ასაკში წიგნის კითხვა გვეხმარება სტრესის შემცირებაში, გვიმდიდრებს ლექსიკას, გვიუმჯობესებს აზროვნებისა და მსჯელობის უნარს.

იმისათვის რომ, თინეიჯერებს გაგიმარტივოთ წიგნების შერჩევის პროცესი, გთავაზობთ თქვენი თაობის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების Top 10-ეულს.

ამ წიგნების წაკითხვისას აუცილებლად გადაინაცვლებთ სხვა სამყაროში, გაიხალისებთ ზაფხულს და აღმოაჩენთ ახალ თავგადასავლებს.

მარკუს ზუზაკის ,,წიგნების ქურდი".
mshoblebi
ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო
ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობელზე, ეს ჰიმელს-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.

პატრიკ ნესი პატრიკ ნესის "განუყრელი დანა".
mshoblebi
პრენტისტაუნი სხვა ქალაქებს არ ჰგავს. აქ ყველას ყოვლისმომცველი და გაუთავებელი ხმაურის სახით გამუდმებით ჩაესმის ერთმანეთის ფიქრები. და მაინც, ქალაქში, რომელშიც პირადული არაფერი არსებობს, ერთმა ბიჭუნამ, ტოდმა, ისეთი საშინელი საიდუმლო შეიტყო, რომ იძულებულია, თავის გადასარჩენად იქაურობას გაეცალოს...

გეილ ფორმანის "თუ
დავრჩები".
mshoblebi
მია ფიქრობდა, რომ ადრე რთული არჩევანის წინაშე იდგა: დარჩენილიყო მუსიკასთან, თუ მის გამო მეგობარი ბიჭი, ოჯახი და მეგობრები მიეტოვებინა.თებერვლის ერთ დილას მია ოჯახთან ერთად მანქანით გაემგზავრა, ავარიაში მოყვა და ყველაფერი შეიცვალა. ერთის გარდა ყველა არჩევანი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ ეს ერთი იყო მნიშვნელოვანი:რა მოხდება, თუ მია იცოცხლებს, თუ დარჩება?

ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი".
mshoblebi
"თუ არ გეშინია, ესე იგი, შენ არ ხარ ადამიანი. ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს. თომასი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება. კორდის ვეება კედლების მიღმა უსასრულო მოძრავი ლაბირინთია. კორდიდან გასასვლელი ერთადერთი გზა ლაბირინთზე გადის, თუმცა ჯერ მისგან თავი არავის დაუღწევია.

აბერკრომბი ჯოს "თვით მახვილი".
mshoblebi
უიღბლო ბარბაროსი, ბანქოს თამაშითა და ფარიკაობით განთქმული ოფიცერი და საეჭვო რეპუტაციის მქონე ჯადოქარი... არაპროგნოზირებადი, შავი იუმორით და დაუვიწყარი პერსონაჟებით სავსე ისტორია წიგნს ხელიდან არ გაგაშვებინებთ, სანამ ბოლო გვერდს არ გადაშლით, ან თვალები არ ამოგიშრებათ.

მედლინ რუს "საგიჟეთი".
mshoblebi
ეს სახლი ქვით ააშენეს, პირქუში მთებიდან ამოცლილი რუხი ქვით. ეს იყო სახლი მათთვის, ვინც ვერ ზრუნავდა საკუთარ თავზე, ვისაც ხმები ესმოდა, უცნაური აზრები ჰქონდა და უცნაურ რამეებს სჩადიოდა. სახლს ასეთები უნდა შეეფარებინა. ერთხელ აქ მოსულები, აღარასოდეს მიდიოდნენ.

ჯორჯ რ.რ მარტინის "ყინულის დრაკონი".
mshoblebi
ყინულის დრაკონის ძალასა და დიდებულებაზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს.უხსოვარი დროიდან მოყოლებული,ვერავინ შეძლო მისი მოთვინიერება.ყველა ემალება მის რისხვას,ყველას ზარავს მისი დანახვა!მხოლოდ ერთი პატარა გოგონა ელოდება მოუთმენლად ურჩხულთან შეხვედრას,ეს ადარაა,იმ სოფლის მკვიდრი,რომელიც დრაკონის ყოველ გამოჩენაზე ყინულის ფენით იფარება...

აბერკრომბი ჯოს "სანამ მათ ჩამოახრჩობენ".
mshoblebi
"სანამ მათ ჩამოახრჩობენ" ჯო აბერკრომბის ტრილოგიის "პირველი კანონი" შემდეგი წიგნია, რომელშიც მოვლენები კიდევ უფრო დაძაბულად და ემოციურად ვითარდება.კავშირსა და მის მიწებზე ომის ჯოჯოხეთური ქარიშხალი მძვინვარებს. ჩრდილოეთში ანგლანდს ბეთოდი უტევს, შანკები მთებიდან ჩამოდიან, სამხრეთში კი ძლევამოსილმა უთმან-ულ-დოშტმა დაგოსკას ალყა შემოარტყა და რადაც უნდა დაუჯდეს, ქალაქის დაბრუნებას აპირებს.

აზიმოვი აიზეკის "მე, რობოტი".
mshoblebi
წიგნის ისტორია 2000-იან წლებში ვითარდება. ამრიგად, ის წარმოადგენს ალტერნატიულ ისტორიას, სადაც რობოტექნიკის სამი კანონი მეფობს, ხელოვნური ადამიანები ჩვენ შორის არიან და ჩვენ გვერდით შრომობენ. მათი ნამდვილი ადამიანებისგან გარჩევა სულ უფრო რთული ხდება, ზოგჯერ კი ჩნდება კაცობრიობისთვის ეგზისტენციური კითხვა, რამდენი ხანი დავრჩებით ჩვენი ქმნილებების მმართველნი?

ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას".
mshoblebi
დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.
ბეჭდვა