წელს უკვე მეოთხედ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ"112"-მა, 4 მოზარდს"112-ის გმირის" წოდება მიანიჭა. ასევე, იმ 5 ბავშვს რომლებმაც ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს, მადლობის სიგელები გადასცა."112-ის გმირის“ წოდება მიენიჭა: ნუცა საჯაიას, დავით ტალახაძეს, ნინი მირუაშვილსა და საბა მაზიაშვილს.
11 წლის დავით ტალახაძემ, 112-ში დარეკვით, მაღალი წნევისგან გამოწვეული საშიშროებისგან საკუთარი ბებია იხსნა. ნერვიულობის მიუხედავად, მან მშვიდად მიაწოდა ოპერატორს საჭირო ინფორმაცია და შესაბამისი სამსახურიც დროულად მივიდა მისამართზე. 6 წლის ნუცა საჯაიამაც საკუთარ ბებოს გაუწია დახმარება,რომელთან ერთადაც ერთად მარტო იმყოფებოდა სახლში. ნუცა არ დაიბნა და 112-ზე დარეკა, ოპერატორს მშვიდად მიაწოდა საჭირო ინფორმაცია და ბებია გადაარჩინა.
დღეს, რომ ნინი მირუაშვილის 76 წლის ბებია კარგად გრძნობს თავს, ეს მისი 10 წლის შვილიშვილის დამსახურებაა. ნინი 112-ის ოპერატორს დროულად დაუკავშირდა, სწორად უპასუხა მის მიერ დასმულ კითხვებს და ბებო გადაარჩინა.
ზოგჯერ ადამიანები თვალს ვარიდებთ ჩვენს ირგვლივ მიმდინარე საგანგაშო სიტუაცებს, რასაც ხშირ შემთხვევაში ფატალურ შედეგამდე მივყვართ. სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა 13 წლსი საბა მაზიაშვილი, რომელმაც გვერდი არ აუარა ქუჩაში უგონოდ მყოფ ადამიანს და 112- ში განხორციელებული ზარით მოქალაქის სიცოცხლე იხსნა.
ინფორმაციისთვის, პროექტი"112-ის გმირი“ 2016 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ"112“-ის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდება ყველა ის მოზარდი, რომელმაც უმაღლესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში.
რუსკა კილასონია