ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენი კვების რაციონში დიდ ადგილს იკავებს ხილი და ბოსტნეული. ყველამ იცის, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების პირობებში ისეთი სასარგებლო საკვებიც კი შეიძლება მომწამვლელი გახდეს, როგორიც ხილი და ბოსტნეულია, თუკი მათში ნიტრატების შემცველობა ზომაზე მაღალი იქნება.
რა არის ნიტრატები?
ნიტრატები აზოტმჟავას მარილებია, რომლებიც მცენარისთვის აუცილებელ საკვებს წარმოადგენს. სასუქები, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში აქტიურად იყენებენ, ხილ-ბოსტნეულში ნიტრატების კონცენტრაციას ზრდის. ასეთი საკვების დიდი რაოდენობით მიღებამ კი ისეთი საშიში დაავადება შეიძლება გამოიწვიოს, როგორიც კიბოა. მართლაც, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიტრატებს პირველი ადგილი უჭირავთ ავთვისებიანი ლიმფომების განვითარებაში.
ნიტრატები ყველაზე დიდი რაოდენობით ბოსტნეულში გროვდება. განსაკუთრებით, ჭარხალში, სტაფილოში, კარტოფილში, სალათებსა და მწვანილებში. თანაც სხვადასხვა ბოსტნეულში სხვადასხვა ადგილას არის კონცენტრირებული. მაგალითად, კომბოსტოსა და სტაფილოში ნიტრატების დიდი რაოდენობა გულში გროვდება, კიტრსა და ბოლოკში - კანში.
ნიტრატების უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე
ნიტრატი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ საშიშ შხამად, ნიტრიტად, გარდაიქნება, რომელიც რეაქციაში შედის სისხლში ჰემოგლობინთან და წითელ ნაწილაკებს უჯრედებისთვის ჯანგბადის მიწოდებაში ხელს უშლის. შედეგად, ნივთიერებათა ცვლა ირღვევა, ნერვული სისტემა არასტაბილური ხდება, ორგანიზმის დამცანი ფუნქციები სუსტდება. მსოფლიოს მასშტაბით არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც მაღალნიტრატიანი საკვების ხანგრძლივმა მიღებამ კუჭის კიბო, გულისა და ალერგიული დაავადებები გამოიწვია.
ვინ არის განსაკუთრებულ საფრთხეში?
ფეხმძიმე ქალებში ნიტრატებით მდიდარი საკვების დიდი რაოდენობით მიღების შედეგად ჩნდება ნაყოფის დაზიანების საფრთხე. მეძუძურ დედებს რძე ეკარგებათ; ერთ წლამდე ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ნიტარტების მიმართ. დაფიქსირებულია არაერთი შემთხვევა პატარა ბავშვების სიკვდილისა, რომლებსაც მაღალი აზოტშემცველობის ბოსტნეულის პიურეს აჭმევდნენ; მამაკაცებში იწვევს პოტენციის დაქვეითებას.
ნიტრატების დასაშვები ნორმა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ნიტრატების მიღების დღიური ნორმა ადამიანის წონის შესაბამისად იანგარიშება და ყოველ კილოგრამზე 5 მილიგრამია. მაგალითად, თუ ადამიანი 70 კგ-ს იწონის, მისთვის უსაფრთხო დღიური დოზა 350 მილიგრამია. ახალშობილებისა და მეძუძური დედებისთვის ეს რიცხვი გაცილებით დაბალია, 10 მილიგრამმაც კი შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
როგორ განვსაზღვროთ ხილ-ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობა?
პროდუქტში ნიტრატების განსაზღვრის ერთი გზა ლაბორატორიული შემოწმებაა. თქვენთვის სასურველი ხილი თუ ბოსტნეული მიგაქვთ ლაბორატორიაში და პასუხს ელოდებით, მაგრამ უფრო სწრაფი და მარტივი საშუალებაც არსებობს - ეკოვიზორ F2 - ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც პროდუქტში ნიტრატების შემცველობას ზომავს და საშიში დაავადებების პრევენციის საშუალებას იძლევა.
მოწყობილობას რამდენიმე წამი სჭირდება, რომ გარგარში, საზამთროში, სტაფილოში, კიტრსა და კიდევ 50-ზე მეტ პროდუქტში ნიტრატების შემცველობა გაზომოს. თუკი პროდუქტში ნიტრატების ჭარბი რაოდენობა დაფიქსირდება, ეკოვიზორის ეკრანზე შესაბამისი გამოსახულება გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა ონლაინ მაღაზიაში Momitane.ge შეგიძლიათ შეიძინოთ და მას Momitane.ge-ის კურიერი თქვენს მითითებულ ადგილას იმავე დღეს მოგაწვდით.