წლინახევრის ანამარია სათამაშო მანქანით იმ აივნიდან გადავარდა, რომელსაც მოაჯირი არ ჰქონდა. გოგონა მეზობლის ბავშის დაბადების დღეზე იყო და შემთხვევაც იქ მოხდა. ის იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს და ექიმების თქმით, მისი დგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"ბავშვი კლინიკაში 13 ივნისს შემოიყვანეს შუბლის ხაზოვანი მოტეხილობით, ტვინის შეშუპებითა და სისხლჩაქცევებით. შემოყვანისას უკვე კომაში იყო. ახლა კვლავ კომაშია და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა."- ამბობენ იაშვილის კლინიკაში.
"პრაიმტაიმთან“ ოჯახის ახლობელი ამბობს: „ყველაფერი წამებში მოხდა, ცეკვავდა, ერთობოდა, მერე სათამაშო პატარა მანქანაში ჩაჯდა და ასე გადაფრინდა მეორე სართულიდან. სამწუხაროდ, მეორე სართულის აივანს მოაჯირი არ აქვს."
"წინასწარ ვერ ვისაუბრებთ, ვისი პასუხისმგებლობა დადგება, ამ შემთხვევაში. მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ-ჯერობით არ ვიცით ვისი ბრალეულობაგამოიკვეთება, უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევთ. "- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
როგორც ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, კანონში კონკრეტული მუხლი არ არსებობს, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მსგავს შემთხვევებში და თითოეული ამგვარი ფაქტი იდივიდუალურია.
ბავშვი უკვე ერთი კვირაა კომაშია და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.