24 წლის ბიჭს, რომელზეც წერენ, რომ აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, ოპერაცია ახლა უტარდება - მშობლები

24 წლის ბიჭს, რომელზეც წერენ, რომ აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, ოპერაცია ახლა უტარდება

2019-06-21 07:28:31+04:00

"ფე­ის­ბუქ­ში" ვრცელ­დე­ბა გუ­შინ­დე­ლი აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ფოტო, რო­მელ­საც თვა­ლის არე­ში უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ ეს ბიჭი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი დე­მეტ­რე ნა­ყო­ფი­აა, რო­მელ­მაც აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის დროს, სა­ვა­რა­უ­დოდ რე­ზი­ნის ტყვი­ით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტრავ­მის შე­დე­გად თვა­ლი და­კარ­გა.

„ეს დე­მეტ­რეა, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი... ამ დღე­ში მხო­ლოდ იმი­ტომ არის, რომ სამ­შობ­ლო­ში ოკუ­პან­ტის გა­პარ­პა­შე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა, ეს და­ნა­შა­უ­ლად ჩა­უთ­ვა­ლეს და ამ სა­ბე­დის­წე­რო დღის შემ­დეგ მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი სამ­ყა­როს და­ნახ­ვას შეძ­ლებს!“ - წერს მიმო გა­ბა­ი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

თუმ­ცა იმას, რომ ახალ­გაზ­რდამ თვა­ლი და­კარ­გა, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში არ ადას­ტუ­რე­ბენ დე­მეტ­რე ნა­ყო­ფი­ას მე­გობ­რე­ბი. ზუგ­დი­დე­ლი მსა­ხი­ობ­სი, რო­მე­ლიც გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე აქ­ცი­ა­ზე და­შავ­და, ამ წუ­თებ­ში ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა. მას რე­ზი­ნის ტყვია მარ­ცხე­ნა თვალ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი. განაგრძეთ კითხვა