სიახლეებიკალეიდოსკოპი
"ჩემს შვილს ყბა აქვს დამსხვრეული, რეზინის ტყვია ჰქონდა გაჭედილი" - რუსთაველზე დაშავებულის დედა
"ჩემს შვილს ყბა აქვს დამსხვრეული, რეზინის ტყვია ჰქონდა გაჭედილი" - რუსთაველზე დაშავებულის დედა
რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი პი­რის დე­დის ლია წიკ­ლა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის შვილს რე­ზი­ნის ტყვია ყბა­ში ჰქონ­და გა­ჭე­დი­ლი და ორი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს. რო­გორც ლია წიკ­ლა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის" კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­ცხა­და, შე­საძ­ლოა, მას მე­სა­მე ოპე­რა­ცი­აც დას­ჭირ­დეს.

"ჩემ შვილს ყბა აქვს დამ­სხვრე­უ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ნეკ­რო­ზი წა­ვი­დეს ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა. თვა­ლი ამო­ა­ცა­ლეს ჩვენს გვერ­დით გო­გო­ნას. განა რა და­აშ­ვა ამ ბავ­შვმა, რომ ტყვი­ე­ბით არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი? ის ტყვი­ე­ბიც შე­ნა­ხუ­ლია და მოგ­ვცე­მენ. შე­დით და ნა­ხეთ, რა დღე­ში არი­ან დამ­ტვრე­ულ-და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი. ჩემი შვი­ლი 3 დღე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იქ­ნე­ბა, დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ, 2 ოპე­რა­ცია
ჩა­უ­ტარ­და და შე­საძ­ლოა მე­სა­მე­თი „დაგ­ვა­ჯილ­დო­ვონ“ კი­დევ. ყბა­ში ჰქონ­და გა­ჭე­დი­ლი რე­ზი­ნის ტყვია. ჩვენ­თან არა­ვინ მო­სუ­ლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ექი­მე­ბი ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბი არი­ან, მად­ლო­ბას ვუხ­დით მათ",- გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ პა­ცი­ენტს თვა­ლი და ყბა აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

„კონ­სი­ლი­უ­მი უნდა შე­იკ­რი­ბოს. ოპე­რა­ცი­ას ვერ უკე­თე­ბენ, თვა­ლი და ყბა ისე აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. რის გამო მოხ­და ეს?! პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­კის­რებ ქუც­ნაშ­ვილს და მთელ მთავ­რო­ბას",- გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა
ბეჭდვა