დიანა ღურწკაიამ ბოდიში მოიხადა ქართული "არასტუმართმოყვარეობის" გამო
დიანა ღურწკაიამ ბოდიში მოიხადა ქართული "არასტუმართმოყვარეობის" გამო
რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა დიანა ღურწკაიამ, რომელიც რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრიცაა, გადაწყვიტა, საქართველოში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გაეკეთებინა განცხადება. მან პირადად მოიხადა ბოდიში:

- სტუმართმოყვარეობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტრადიციაა. სტუმრის სტატუსი ყოველთვის მაღალი და საპატიოა, მისი არც შეურაცხყოფა შეიძლება და არც განაწყენება. და უცნაურია, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ავიწყდებათ. ეს დაუშვებელია. მე არ მაქვს უფლება, ვინმეს ნაცვლად ვისაუბრო, მაგრამ რადგან კონფლიქტის ინიციატორები დუმან, მინდა პირადად მოვუხადო ბოდიში მართლმადიდებლური ქვეყნების
ყველა სტუმარს, ვინც ასამბლეას ესწრებოდა...

ასევე გაიხსენა პერიოდი, როცა მისი ოჯახი ბევრი სხვასავით ლტოლვილად იქცა.
- ჩვენ დავტოვეთ სახლი, დავიარებოდით სხვადასხვა კუთხეში, ვცხოვრობდით იძულებით გადაადგილებულთათვის განკუთვნილ ბანაკში. საწყალი დედაჩემი ადრე გარდაიცვალა, მძიმე განსაცდელებმა მისი ჯანმრთელობა შეარყია. და მისი სიცოცხლისთვის რუსი ექიმები იბრძოდნენ. ბოლო წუთამდე უხდიდა მადლობას იმ ადამიანებს, ვინც მძიმე წუთებში დახემარა, ვინც მისცა საშუალება, თავი შეეფარებინა ომის საშინელებისგან, ვინც მისცა შანსი მის ქალიშვილს, ცხოვრებაში და პროფესიაში შემდგარიყო. და ეს მხარდაჭერა სწორედ რუსეთისგან იყო. 

დიანა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვერ გაყოფენ ორ ძმურ ხალხს:
- ჩემი შვილი შერეული სისხლისაა, მასში ორი მართლმადიდებლური ძმური ხალხია გა
ერთიანებული, რომლებმაც ამდენი გადაიტანეს რწმენისთვის. ვიცი, რომ ამ ხალხს ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ დააშორებს. 

წყარო
4429
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
sara
0
გაიხსენე რა სიმღერა იმღერე ირმა სოხაძესთან ერთად. რა საწყენია შენი დამოკიდებულება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, სულ გარუსებულხარ ქალო, ქართველის აღარაფერი გცხია.
06:40 / 26-06-2019
sara
1
შენ არც გესმის, რომ სწორედ მაგ რუსეთმა გაგხადა აქეთ-იქით საწანწალო. ვინმემ მაინც აგიხსნას რა ხდება, როცა რეალობასთან ძაან შორს ხარ. რა უფლებით იხდი ქართველი ხალხის მაგივრად ბოდიშს, ჩვენ არავისთან არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი. ოკუპანტ ქვეყანას და მთავრობას თვითონ აქვს საქართველოსთვის ბოდიში მოსახდელი იმის გარეშე რაც ჩაიდინა ჩვენი სამშობლოს წინაშე. და შენ თუ შენს ქვეყანას და რუსეთი გირჩევია, იყავი მანდ სადაც ხარ და უმღერე მათ, რჩევების მოცემას და ბოდიშების მოხდას თავი დაანებე. ისე არ ვართ ჯერ , რომ შენგან დაგვჭირდეს ჭკუის სწავლება. სტუმარ-მასპინძლობას ვერც ერთი ერი ვერ გვასწავლის, სტუმარს გააჩნია. მაგ ძააააან სტუმართმოყვარეობამ გვიყო ზუსტად გადამთიელებით რომ გაივსო საქართველო და თავი საკუთარ სახლში ჰგონიათ . შენ სახლში მიიღე შენ ვინც მოგესურვება, ოკუპანტი მთავრობის წევრების ადგილი საქართელოში არ არის, გაიგეთ ერთხელ და სამუდამოთ და მეტად აღარ ჩამოხვიდეთ ვინც საქართველოს მიმართ მტრულადაა განწყობილი და ვისიც ჩვენი ხალხის რცხვენია და ვითომ ბოდიშებს იხდის.
06:29 / 26-06-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```