რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა დიანა ღურწკაიამ, რომელიც რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრიცაა, გადაწყვიტა, საქართველოში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გაეკეთებინა განცხადება. მან პირადად მოიხადა ბოდიში:
- სტუმართმოყვარეობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტრადიციაა. სტუმრის სტატუსი ყოველთვის მაღალი და საპატიოა, მისი არც შეურაცხყოფა შეიძლება და არც განაწყენება. და უცნაურია, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ავიწყდებათ. ეს დაუშვებელია. მე არ მაქვს უფლება, ვინმეს ნაცვლად ვისაუბრო, მაგრამ რადგან კონფლიქტის ინიციატორები დუმან, მინდა პირადად მოვუხადო ბოდიში მართლმადიდებლური ქვეყნების ყველა სტუმარს, ვინც ასამბლეას ესწრებოდა...
ასევე გაიხსენა პერიოდი, როცა მისი ოჯახი ბევრი სხვასავით ლტოლვილად იქცა.
- ჩვენ დავტოვეთ სახლი, დავიარებოდით სხვადასხვა კუთხეში, ვცხოვრობდით იძულებით გადაადგილებულთათვის განკუთვნილ ბანაკში. საწყალი დედაჩემი ადრე გარდაიცვალა, მძიმე განსაცდელებმა მისი ჯანმრთელობა შეარყია. და მისი სიცოცხლისთვის რუსი ექიმები იბრძოდნენ. ბოლო წუთამდე უხდიდა მადლობას იმ ადამიანებს, ვინც მძიმე წუთებში დახემარა, ვინც მისცა საშუალება, თავი შეეფარებინა ომის საშინელებისგან, ვინც მისცა შანსი მის ქალიშვილს, ცხოვრებაში და პროფესიაში შემდგარიყო. და ეს მხარდაჭერა სწორედ რუსეთისგან იყო.
დიანა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვერ გაყოფენ ორ ძმურ ხალხს:
- ჩემი შვილი შერეული სისხლისაა, მასში ორი მართლმადიდებლური ძმური ხალხია გაერთიანებული, რომლებმაც ამდენი გადაიტანეს რწმენისთვის. ვიცი, რომ ამ ხალხს ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ დააშორებს.