20 ივნისის ღამის დეტალები - რა ხდებოდა "ნიუ ჰოსპიტალსში"
20 ივნისის ღამის დეტალები - რა ხდებოდა "ნიუ ჰოსპიტალსში"
2019 წლის 20 ივ­ნი­სი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ უმ­ძი­მეს ღა­მედ დარ­ჩე­ბა. ამ ღა­მეს 300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, რო­მელ­თა ნა­წილ­საც ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნა დას­ჭირ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბა "ნიუ ჰოს­პი­ტალსმა". კლი­ნი­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ამ მძი­მე ღა­მეს 24 და­შა­ვე­ბუ­ლი მი­ი­ღეს სხვა­დას­ხვა სა­ხის და სირ­თუ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით. მათ შო­რის იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი თვა­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, რო­მელ­თაც გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­უ­ტარ­დათ და "ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის" ექი­მე­ბის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის წყა­ლო­ბით მათ უმე­ტე­სო­ბას მხედ­ვე­ლო­ბა შე­უ­ნარ­ჩუნ­და.

კლი­ნი­კა­სა და ექი­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც 20 ივ­ნი­სი
ღა­მის პრო­ცე­სებ­ში აქ­ტუ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, "ნიუ ჰოს­პი­ტა­ლის" სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კორ­ძა­ხია გვე­სა­უბ­რე­ბა:

- 20 ივ­ნი­სის ღა­მეს ძი­რი­თა­დად რა და­ზი­ა­ნე­ბით შე­მო­დი­ოდ­ნენ პა­ცი­ენ­ტე­ბი?
- ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ შე­მო­ვი­და 24 პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­თა უდი­დეს ნა­წილს ჰქონ­და სა­ხის ძვლე­ბის და თვა­ლე­ბის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ასე­ვე, იყო სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ე­ბის რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის ტყვი­ით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი და მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი.

- რამ­დე­ნი გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და ამ ღა­მეს და ძი­რი­თა­დად, რა ოპე­რა­ცი­ე­ბი იყო?
- 20 ივ­ნი­სის ღა­მეს კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნილ პა­ცი­ენ­ტებს სხვა­დას­ხვა სა­ხის 12 გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ. გა­კეთ­და სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის 7 ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცია, კერ­ძოდ, ნაფ­ლე­თო­ვა­ნი ჭრი­ლო­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა, თვალ­ში­და მრავ­ლო­ბი­თი უცხო სხე­უ­ლის ამო­ღე­ბა, სკლე­რის გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ორი პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში თვა­ლის კაკ­ლის ენუკ­ლე­ა­ცი­ის (თვა­ლის სრუ­ლად
ამო­ღე­ბა) გა­კე­თე­ბა მოგ­ვი­წია. ასე­ვე, ჩა­ტარ­და 4 ყბა-სა­ხის ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა - სა­ხის ძვლე­ბის ოს­ტე­ო­სინ­თე­ზი და რე­პო­ზი­ცია და 1 ტრავ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცია - ჭრი­ლო­ბე­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა.

- უმე­ტე­სად თვა­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­მო­დი­ოდ­ნენ პა­ცი­ენ­ტე­ბი. რამ­დე­ნად რთუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ფიქ­სირ­დე­ბო­და?
- თვა­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში შე­მო­ვი­და 8 პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­თა შო­რის 7 პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და თვა­ლის გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია. 5 პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და პა­ცი­ენ­ტებს მხედ­ვე­ლო­ბა შე­უ­ნარ­ჩუნ­დათ. 2 მათ­გა­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მხედ­ვე­ლო­ბა სრუ­ლად არ და­უ­კარ­გავთ პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თაც თვა­ლის ენუკ­ლე­ა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ, რამ­დე­ნა­დაც მათ შე­უ­ნარ­ჩუნ­დათ მე­ო­რე თვა­ლი.

ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან 4 პა­ცი­ენტს თვა­ლის ოპე­რა­ცი­ის გარ­და დას­ჭირ­და ყბა-სა­ხის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ეს ოპე­რა­ცი­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­ჩე­რებ­ლად ტარ­დე­ბო­და. ჩვე­ნი ექი­მე­ბი თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­დნენ შე­თან­ხმე­ბუ­ლად და შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე. თვა­ლის ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტებს უტარ­დე­ბო­დათ ყბა-სა­ხის ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

- მოგ­ვი­ყე­ვით ექი­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, უწყვეტ რე­ჟიმ­ში ატა­რებ­დნენ სას­წრა­ფო გა­და­უ­დე­ბელ ქი­რურ­გი­ულ პრო­ცე­დუ­რებს
- იმ ღა­მეს კრი­ტი­კუ­ლი და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი მი­ხე­ილ ბე­რი­აშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­უ­ჩე­რებ­ლად მუ­შა­ობ­და. პა­ცი­ენ­ტებს სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სებს უწევ­დნენ ექი­მი ინგა აბუ­აშ­ვი­ლი და მო­რი­გე პერ­სო­ნა­ლი.

ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ტარ­და ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ლე­ვან მას­ხა­რაშ­ვი­ლის და ცენ­ტრის ოფ­თალ­მო­ლო­გე­ბის მა­რი­ამ გო­ლო­ვა­ჩო­ვას, ნინო ლა­ღი­ძის და მა­რი­ამ აღ­დგო­მე­ლაშ­ვი­ლის მიერ.

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ე­ბის ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ურ პრო­ცე­დუ­რებს უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი პა­ა­ტა პა­ა­ტიშ­ვი­ლი. ურ­თუ­ლეს ქი­რურ­გი­ულ პრო­ცე­დუ­რებს ატა­რებ­და ყბა-სა­ხის ქი­რურ­გი ზუ­რაბ ედი­შე­რაშ­ვი­ლი. ასე­ვე, ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა ტრავ­მა­ტო­ლოგ­მა ოთარ სი­რა­ძემ.

- ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი და­შა­ვე­ბუ­ლი რჩე­ბა კლი­ნი­კა­ში და რო­გო­რია პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?
- ამ­ჟა­მად „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ სტა­ცი­ო­ნარ­ში მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებს 6 პა­ცი­ენ­ტი. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. 2 პა­ცი­ენ­ტის ბი­ნა­ზე გა­წე­რა უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგეგ­მე­ბა.
451
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
როგორ გაიმეტეა ასე ნარკომანებს სასწრაფოდ ბოდიში მოუზადა . ძალიან ცუდი ამბავი დატრიალდა პროვოკაცია პროვოკაციაზე, ნეტა დიდი ხანი წერდნენ სცენარს? რა ადვილია ხალხის მოტყუება
08:11 / 25-06-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?