მსახიობმა ნინო კასრაძემ დიდი ხანია დედაქალაქის ხმაურს ქალაქგარეთ ცხოვრება არჩია. მან თავის კერძო სახლში გადაცემა "სხვა შუადღეს" უმასპინძლა და ინტერვიუც მისცა.
- დიდიხანია ქალაქგარეთ ცხოვრობთ?
- ალბათ, 14 წელი. მე ძალიან მომწონს აქ ცხოვრება და ახლა ვხედავ, რომ ნელ-ნელა სხვებსაც უფროდაუფრო მოსწონს ქალაქგარეთ ცხოვრება.
- მარტო ყოფნა გიყვართ?
-ხან კი, ხან არა.
-სახლის გარდა ყველაზე დიდ დროს სად ატარებთ?
-თეატრში, გადაღებებზე...
-მებაღეობითაც ხართ დაკავებული?
- დიახ, შეუძლებელია აქ იცხოვრო და არ იყო რაღაც დოზით ამ პროცესში ჩართული. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
-რომ არა მსახიობი, ვინ იქნებოდით?
-რომ არა მსახიობი, ისევ მსახიობი ვიქნებოდი. რაც არ უნდა გამეკეთებინდა, აინც ვფიქრობ, რომ ხელოვნებასთან ახლოს ვიქნებოდი.
-გაქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რაც ცხოვრებაში გითამაშიათ?
-მე მგონია, რომ ყველა როლი, რაღაც ეტაპისთვის, მნიშვნელოვანი იყო. ყველამ დაამშვენა რაღაც პერიოდი.
-ზებუნებრივი ძალა რომ გქონდეთ, რა ძალა იქნებოდა?
-ზებუნებრივი არა, მაგრამ მე მინდა, რომ ვმღეროდე. ვიყო ოპერის მომღერალი.
-სახლში ცხოველები გყავთ?
-ორი ძაღლი მყავს.
ნინო კასრაძე - ყველაზე დახვეწილი, ელეგანტური... და იდუმალი მსახიობი
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
"დღეს არაფრით არ შემიძლია გავჩერდე და ჩემი აზრი არ გამოვთქვა" - ნინო კასრაძე