ბრიჯიტ ბარდო ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ულამაზეს ფრანგ მსახიობად ითვლება. როგორც თავად ამბობს ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში ის საკუთარ თავს თამაშობდა ფილმებში. "მე არასდროს მიმიღია ჩემი გმირების ტყავი, პირიქით, ჩემს შტრიხებს ვამატებდი ხოლმე მათ", - ამბობს ის.
ბრიჯიტის პიროვნება საკამათო და ორაზროვანია. ზოგი თვლის, რომ ის სილამაზისა და ქალურობის ეტალონია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მსახიობი ცოდვისა და დამცირების განსახიერებაა. როგორც არ უნდა იყოს, ორივე მხარე თანხმდება, რომ ბარდო ძალიან ცუდი დედაა.
მსახიობსა და მოდელს ათასობით რომანი ჰქონდა, მაგრამ მისი ნამდვილი ურთიერთობები შეიძლება ერთი ხელის თითებზე ჩამოთვალოთ. ბრიჯიტის პირველი შეყვარებული როჟე ვადიმი იყო, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მასზე და წვლილი შეიტანა მის ბევრ წარმატებაში.
მეორე ქმარმა, ჟაკ შარიემ კი მსახიობს მოულოდნელი შვილი აჩუქა.
როგორც ცნობილია, ბრიჯიტს არასდროს უნდოდა, რომ დედა გამხდარიყო. საკუთარ თავზეც კი ვერ ზრუნავდა. მან შეიძულა საკუთარი ვაჟი, ჯერ კიდევ დაბადებამდე. ფიქრობდა, რომ მან წაართვა ახალგაზრდობა და სილამაზე. ბარდო ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ოცნებობდა ბავშვის მოცილებაზე, მაგრამ ფრანგული კანონი ამას კრძალავდა, ამიტომ ყველა ექიმმა უარი უთხრა აბორტის გაკეთებაზე.
სასოწარკვეთილი ბრიჯიტი თავისი ძალებით ცდილობდა ბავშვის მოშორებას. სვამდა სხვადასხვა წამალს. სიტუაცია გაამძაფრა პაპარაცების დაუსრულებელმა ყურადღებამ, რომლებიც მათი სახლის წინ იდგნენ და ელოდნენ, როდის გადაუღებდნენ ორსულ მსახიობს ფოტოებს. ზოგიერთი მათგანი მეზობლის სახურავზეც კი იჯდა და ელოდა ბრიჯიტის გამოჩენას.
ორსულობის ბოლო თვეებში მსახიობი ფარდებსაც კი აღარ ხსნიდა და იძულებული გახდა, სახლში ემშობიარა. ნიკოლია-ჟაკის დაბადების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ბრიჯიტი ზრუნავდა ქმარსა და შვილზე, როგორც შეეძლო, მაგრამ არანაირი დედური ინსტინქტი არ ჰქონდა თავისი შვილისადმი. 1962 წელს ის ქმარსაც გაშორდა და შვილიც მას გადასცა.
წლების განმავლობაში ბავშვს ხანდახან ხვდებოდა, თუმცა ზოგიერთი ბიოგრაფის თქმით, ეს მხოლოდ პიარისთვის კეთდებოდა.
1996 წელს ბარდომ გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც საკუთარ შვილი ასეა მოხსენიებული: "კიბო, რომელიც ჩემი სხეულიდან 9 თვის განმავლობაში იკვებებოდა". შემდეგ წელს, მისმა 37 წლის შვილმა მოითხოვა მორალური კომპენსაცია - 10 ათას ფუნტზე მეტი. ასევე, ბიჭის ადვოკატებმა გაიხსენეს ბრიჯიტის სიტყვები, რომ დიდი სიხარულით გააჩენდა ძაღლს ნიკოლა-ჟაკის ნაცვლად, რომ შეძლებოდა. რაც ყველაზე გასაოცარია, იმავეს ამბობდა ბარდო უკვე გაზრდილ შვილზე.
ბარდოს ვაჟი ამჟამად ნორვეგიაში ცხოვრობს, ცოლი და ორი ქალიშვილი ჰყავს. ბარდო ამბობდა ცოტა ხნის წინ: "ჩემი შვილი მემალება სკანდინავიაში და არ მაჩვენებს თავისი ოჯახის წევრებს". ნიკოლას პასუხი მარტივი იყო: "მას თავისი ზღვის გოჭები უყვარს, მე კი - ჩემი ცოლი".
რამდენიმე წლის შემდეგ მან გაუგზავნა დედას თავისი ქალიშვილების ფოტო, მაგრამ ყოფილმა მსახიობმა არც ერთხელ არ დააფასა მისი ნაბიჯი და ფოტოები უკან დაუბრუნა. ახლაც კი 84 წლის ბრიჯიტსა და 59 წლის ნიკოლა-ჟაკს ძალიან იშვიათად აქვთ კონტაქტი: ბარდო დაკავებულია ცხოველების უფლებების დაცვით, მისი შვილი კი პროგრამირებით.