"ცდილობს, ჩვენს ცხოვრებას არაფერი დაეტყოს" - ნინი გოგიჩაიშვილი სილამაზის კონკურსზე, ოჯახზე და მამაზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის
"ცდილობს, ჩვენს ცხოვრებას არაფერი დაეტყოს" - ნინი გოგიჩაიშვილი სილამაზის კონკურსზე, ოჯახზე და მამაზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის
ნინი გოგიჩაიშვილი პოპულარული ოჯახის შვილია, თუმცა, ცდილობს, წარმატებას ნებისმიერ საქმეში მხოლოდ საკუთარი ძალებით მიაღწიოს. ნინი მოდელი და ტელეწამყვანია, თუმცა, სატელევიზიო საქმიანობას დროებით ჩამოშორდა და ახლა მისი მთავარი მიზანი "მის მსოფლიოს" სილამაზის კონკურსია, სადაც საქართველოს წარადგენს. "მის მსოფლიო" წელს ტაილანდში ჩატარდება. როგორ ემზადება ნინი საპასუხისმგებლო კონკურსისთვის, ამას მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ნინი, როგორ ემზადები კონკურსისთვის?

- "მის მსოფლიო" 9 დეკემბერს გაიმართება ტაილანდში და დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება. აქტიურად ვემზადები კონკურსისთვის, კვირაში
5 დღე ვვარჯიშობ, ასევე
ვიკვებები ჯანსაღად. გენეტიკაც მიწყობს ხელს და ჭამაც მიყვარს, მაგრამ ჩვენი გარემო ისეთი დაბინძურებულია, საკუთარ ჯანმრთელობას შიგნიდანაც უნდა შევუწყოთ ხელი და ამიტომ მუდმივად სწორად ვიკვებები. "მის მსოფლიოზე" დიდი ყურადღება ექცევა საქველმოქმედო პროექტებს, ორი პროექტი განვახორციელე, ახლა მესამეს ვგეგმავ. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ყველა კომპანიას, რომელიც ყოველთვის სიამოვნებით ერთვება საქველმოქმედო პროექტებში.
პირველი პროექტის ფარგლებში იაშვილის კლინიკის ბავშვებს შევხვდი და საჩუქრები მივუტანეთ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე მაჩუქეს ამ ბავშვებმა. უცნაურია, მაგრამ იქ არ ტრიალებს სევდა. ჩემთვის მათი ტკივილი ძალიან ახლობელია, რადგან ჩემს ოჯახშიც არის ეს პრობლემა.

რაც შეეხება მეორე პროექტს, "ჯი აი ჯი"-თან ერთად ვიყავი ბარისახოს და მაღაროს კარის მაღალმთიან სოფლებში.
ამ კომპანიის მეშვეობით, იქ მცხოვრებ ბავშვებს ყველაფერი მივუტანეთ და გავუკეთეთ, რაც კარგი განათლებისთვის სჭირდებათ.
იქ ასევე იყო ერთი გოგონა, რომელსაც მოსწონს მზარეულობა და მასაც ყველაფერი ჩავუტანეთ, რაც დაეხმარება მისი საყვარელი საქმის გაკეთებაში. რაც შეეხება მესამე პროექტს, ჯერჯერობით ვერ გავამხელ. მგონია, რომ დედამიწას სიკეთე ატრიალებს და ადამიანები ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.

- დედ-მამაზე რას გვეტყვი? ასეთი პოზიტიური ალბათ მათ ჰგავხარ...

- მე ნათიას და გოგიჩას 20% რომ მქონდეს, ყველაზე კეთილი ადამიანი ვიქნებოდი. ხანდახან არ მგონია, რომ რეალური ადამიანები არიან. ხუმრობენ კიდეც სხვები, ესენი ჭიანჭველას ფეხს არ ადგამენო, შესაძლოა არარეალურ რაღაცას ვყვები, მაგრამ გოგიჩა ჭიანჭველებს საჭმელს უყრის სახლთან ახლოს, რომ არ დაიღალონ. მისგან ვსწავლობ იმას, რომ ყველა დღის მადლიერი ვიყო და მიყვარდეს ყველა ადამიანი. ის როგორც ცუდად არ უნდა იყოს, აქეთ გმატებს ძალას და გარწმუნებს - ყველაფერი კარგად იქნება.

- ვიცი, რომ ამ თემაზე საუბარი არ გიყვარს, მაგრამ იქნებ გვითხრა, როგორ არის ახლა მამა, რომელიც მძიმე სენს ებრძვის...

- არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, ახლა მკურნალობის გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ იმდენად მხნე ადამიანია თვითონ, არაფერზე პრობლემას არ ქმნის, საოცრებაა. ზუსტად მისი განწყობა გვაძლევს იმის ძალას, რომ აქ მოვიდე, გავიღიმო, ძაღლი მყავდეს და ა.შ. ცდილობს, ჩვენს ცხოვრებას არაფერი არ დაეტყოს. 

იხილეთ სრულად

alt"მე იქ ცუდად გავხდი, ექიმები გამწვანებულები მიყურებდნენ" - გიორგი გოგიჩაიშვილი მძიმე სენთან ბრძოლის შესახებ

alt"ამდენი ადამიანის სიყვარული ყველაფერს მოერევა და ყველაფერი კარგად იქნება" - გიორგი გოგიჩაიშვილს ქალიშვილები ულოცავენ


9690
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?