თბილისელი მასწავლებელი ექსკურსიის დროს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
თბილისელი მასწავლებელი ექსკურსიის დროს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებელი, მანანა ჩოხელი, ყინწვისში ექსკურსიაზე მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა 23 ივნისს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალმა ჯგუფური ფოტოს გადაღების შემდეგ წონასწორობა დაკარგა და 25 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

ჯერ-ჯერობით, მასწავლებლის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტორში ამბობენ:

- გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს ძიება, ჩანიშნულია ექსპერტიზა და ხორციელდება ყველა საჭირო ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედება".

თამარ იაკობაშვილი

altექსკურსიაზე პედაგოგი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა


26306
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
mmm
0
ძალიან კარგი ქალბატონი და პედაგოგო იყო ქალბატონი მანანა, ძალიან გონიერი და მოსიყვარული , სამწუხაროა...
11:29 / 01-07-2019
manana
0
რა არის ეს ამდენი უბედური შემთხვევა ექსკურსიების დროს, დავდიოდით ჩემს ბავშვობაში ექსკურსიებზე და საერთოდ არ მახსოვს ვინმეს დაღუპვის ამბავი გამეგოს...... ჩემს ბავშვობაში, მასწავლებელი წარბს რომ აწევდა უკვე გვეშინოდა, დღეს სხვა დროა და შეეშვან ამ ექსკურსიებს
17:11 / 29-06-2019
მსგავსი სიახლეები