თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებელი, მანანა ჩოხელი, ყინწვისში ექსკურსიაზე მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა 23 ივნისს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალმა ჯგუფური ფოტოს გადაღების შემდეგ წონასწორობა დაკარგა და 25 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.
ჯერ-ჯერობით, მასწავლებლის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტორში ამბობენ:
- გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს ძიება, ჩანიშნულია ექსპერტიზა და ხორციელდება ყველა საჭირო ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედება".
თამარ იაკობაშვილი