ანზორ მელია - "ვფიქრობდი, ჩემი ყოფილი პაციენტები მკურნალი ექიმის შვილს არ გაიმეტებდნენ ციხისთვის"
ანზორ მელია - "ვფიქრობდი, ჩემი ყოფილი პაციენტები მკურნალი ექიმის შვილს არ გაიმეტებდნენ ციხისთვის"
"მე ყო­ველ­თვის ვე­ლო­დე­ბო­დი რომ მოხ­დე­ბო­და ნი­კას და­ჭე­რა, მაგ­რამ ასე უსინ­დი­სოდ, ასე არა­კა­ცუ­რად ამას არ მო­ვე­ლო­დი" - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ ნიკა მე­ლი­ას მა­მამ, კარ­დი­ო­ლოგ­მა ან­ზორ მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბაზ­ში იქ­ნე­ბო­და 10 ადა­მი­ა­ნი მა­ინც, მისი პა­ცი­ენ­ტი ან პა­ცი­ენ­ტის ახ­ლო­ბე­ლი და არ მის­ცემ­და ხმას მისი შვი­ლის ცი­ხე­ში გაშ­ვე­ბას.

„რაც გახ­მო­ვან­და, რომ ჩემს შვილს იბა­რე­ბენ პარ­ლა­მენ­ტში, რომ მო­უხ­სნან იმუ­ნი­ტე­ტი, მე უკვე მივ­ხვდი, რომ ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბა და მზად ვი­ყა­ვი ამის­თვის.

მაგ­რამ გუ­ლის სიღ­რმე­ში მა­ინც ვფიქ­რობ­დი,
რომ იმ დარ­ბაზ­ში დე­პუ­ტა­ტებ­ში 10 კაცი მა­ინც არის ჩემი ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტი, ან პა­ცი­ენ­ტე­ბის შვი­ლე­ბი, ან კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ნი­კას, თა­ვი­ან­თი მკურ­ნა­ლი ექი­მის შვილს არ გა­ი­მე­ტებ­დნენ ცი­ხის­თვის.

ერ­თა­დერ­თი იყო რო­მან კა­კუ­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ბა­ტო­ნი რო­მა­ნი არ გა­დად­გამ­და იმ ნა­ბიჯს, რომ ჩემი შვი­ლი გა­ე­წი­რა ცი­ხის­თვის. მე­გო­ნა ასე­ვე, რომ კობა კო­ბა­ლა­ძე გვერ­დით და­უდ­გე­ბო­და ჩემს შვილს, კი­დევ ბევ­რი სხვა, თუმ­ცა არ მინ­და ახლა გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ან­ზორ მე­ლი­ამ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და ნიკა მე­ლია ოპო­ზი­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა, მისი პა­ცი­ენ­ტე­ბის 80% გაქ­რნენ.

„რო­მელ პა­ცი­ენ­ტებ­ზე ვამ­ბობ იცით, რომ­ლე­ბიც ღა­მის ორ, ოთხ სა­ათ­ზე მი­რე­კავ­დნენ, რომ­ლებ­საც უჩე­მოდ არ შე­ეძ­ლოთ არ­სე­ბო­ბა. 2012 წელს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა რომ
ვნა­ხე, 10 კაცი მი­ნი­მუმ იქ იჯდა, ვინც და­მე­კარ­გა“, - გა­ნა­ცხა­და ან­ზორ მე­ლი­ამ.

ნიკა მე­ლი­ას მა­მის თქმით, მისი შვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა რუ­სუ­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბაა.

„რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­წი­რო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ზე გული შეს­ტკი­ვა და არის სუფ­თა კაცი. ნიკა ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი, ალა­ლი, გულ­მარ­თა­ლი და მო­უს­ყიდ­ვე­ლია. მე ყო­ველ­თვის ვე­ლო­დე­ბო­დი ამას, რომ მოხ­დე­ბო­და ნი­კას და­ჭე­რა, მაგ­რამ ასე უსინ­დი­სოდ, ასე არა­კა­ცუ­რად, ამას არ მო­ვე­ლო­დი“, - გა­ნა­ცხა­და ან­ზორ მე­ლი­ამ "ნი­უს­რუმ­ში".

იხილეთ ვიდეო

alt20 წლის სპორტსმენი, მანამდე 10 წლის ბავშვი ვარჯიშისას გულის შეტევით გარდაიცვალნენ - კარდიოლოგ ანზორ მელიას რჩევა სპორტსმენების მშობლებს

alt"არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ წყალში თაკარა სიცხეში" - კარდიოლოგი ანზორ მელია მოსახლეობას აფრთხილებს


1647
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
nato
0
სუფტა კაცი სააკასჰვილის საკმეს არ სჰეასრულებს,,ეკიმი ტუ ხარ უფასოდ არავის მკურნალობ სჰენი საკმე ეგ არის და ვინც გადაგიხდის კიდეც უნდა უმკურნალო ვის რას ამადლი ეკიმების მეტი რა არის ტუ არა და უსჰენოდაც გავალტ როგორმე ფონს,ტუმცა ასაკოვანი ხარ უკვე ისედაც აგარავინ მოვა სჰენტან.
01:43 / 28-06-2019
მსგავსი სიახლეები