"მამა ყველაზე ნაკლებ ყურადღებას მე მაქცევდა" - ნიკა მელია ბავშვობასა და ოჯახზე
ნიკა მელია სასამართლოში წასვლამდე ოჯახს და 5 წლის ვაჟს დაემშვიდობა. ის შვილმა გააცილა სიტყვებით, "ნიკა, კარგად!". ამის ამსახველი ემოციური კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა და ბევრი ადამიანი ააღელვა. ჟურნალისტებთან ისაუბრა ნიკას მამამ, ცნობილმა კარდიოლოგმა ანზორ მელიამ, რომელმაც თავისი, როგორც მამის გულისტკივილი გამოხატა.  
"გუ­ლის სიღ­რმე­ში მა­ინც ვფიქ­რობ­დი, რომ იმ დარ­ბაზ­ში დე­პუ­ტა­ტებ­ში 10 კაცი მა­ინც არის ჩემი ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტი, ან პა­ცი­ენ­ტე­ბის შვი­ლე­ბი, ან კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ნი­კას, თა­ვი­ან­თი მკურ­ნა­ლი ექი­მის შვილს არ გა­ი­მე­ტებ­დნენ ცი­ხის­თვის" - განაცხადა მან და აღ­ნიშ­ნა, რომ რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და ნიკა
მე­ლია ოპო­ზი­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა, მისი პა­ცი­ენ­ტე­ბის 80% გაქ­რა.
"რო­მელ პა­ცი­ენ­ტებ­ზე ვამ­ბობ იცით, რომ­ლე­ბიც ღა­მის ორ, ოთხ სა­ათ­ზე მი­რე­კავ­დნენ, რომ­ლებ­საც უჩე­მოდ არ შე­ეძ­ლოთ არ­სე­ბო­ბა. 2012 წელს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა რომ ვნა­ხე, 10 კაცი მი­ნი­მუმ იქ იჯდა, ვინც და­მე­კარ­გა", - გა­ნა­ცხა­და ან­ზორ მე­ლი­ამ.
ამ ემოციების ფინზე, ბუნებრივია, ნიკა მელიან პიროვნების მიმართ ინტერესი გაიზარდა. რა ვიცით ნიკა მელიაზე? წარმოგიდგენთ მის შესახებ სხვადასხვა დროს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მონაცემებს.
ნიკა(ნიკანორ)  მელია 40 წლისაა, ჰყავს მეუღლე და 5 წლის ვაჟი, ალექსანდრე.

mshoblebi
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2002 წელს;
ასევე ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი, მიიღო მაგისტრის ხარისხი 2006 წელს.

ნიკა მელია ექიმების ოჯახში დაიბადა. მამა - ანზორ მელია, ცნობილი კარდიოლოგი და კარდიოლოგიური კლინიკის მფლობელია.
დედა - ნანა ცანავა, ასევე ექიმი გახლავთ. მისი ბაბუა გიორგი ცანავა კი სახელგანთქმული ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგი. ექიმია ნიკას დაც, თამარ მელია, რომელის კარდიოლოგიურ კლინიკას ხელმძღვანელობს.

მასთან ერთ-ერთი ინტერვიუ გაზეთ "პრემიერში" გამოქვეყნდა, სადაც მელიამ ჟურნალისტ რეზო შატაკიშვილთან ბავშვობასა და ოჯახის შესახებ ისაუბრა.
"როგორც ექიმი, მამა ყველაზე ნაკლებ ყურადღებას მე მაქცევდა. უფრო დიდ ყურადღებას უთმობდა პაციენტების ჯანმრთელობას, ვიდრე ჩემს ჯანმრთელობას. მამას რატომღაც ეგონა, რომ მე აუცილებლად ჯანმრთელი უნდა ვყოფილიყავი. დედა ამას უკვე იუმორში უტარებდა მამას. მადლობა ღმერთს, მართლა ნაკლებად მქონდა ამ მხრივ პრობლემები, მაგრამ ათასში ერთხელ ხომ იყო პრობლემა, რომელიც ექიმის ყურადღებას ითხოვდა?" - აცხადებდა მელია "პრემიერთან" საუბრისას. მისი ახალგაზრდობის წლები ქვეყანაში რთულ კრიმინალურ ვითარებას დაემთხვა და ამიტომ ოჯახმა მისი "ქუჩიდან არიდების" მიზნით, ნიკა უშიშროების აკადემიაში შეიყვანა, რომელიც გლდანში მდებარეობდა.
"“მანამდე გლდანში საერთოდ არ ვიყავი ნამყოფი, გლდანი მაშინ ვნახე პირველად, ღია კარის დღეზე რომ წამიყვანეს. მომეწონა სასწავლებელი, კარგი პირობები იყო, იმ დღის შემდეგ 5 წელი გლდანში გავატარე და დღეს, რაღაც გაგებით, გლდანელიც ვარ, მაგრამ მაშინ სრული შოკი მქონდა _ გეოგრაფიულ-კულტურული. კურსზე 120 ბიჭი ვიყავით, საქართველოს ყველა კუთხიდან, ყველა რაიონიდან იყვნენ. სოლოლაკში დაბადებულ-გაზრდილი ბიჭი, რომელსაც მხოლოდ სოლოლაკელებთან, მთაწმინდელებთან მქონდა ურთიერთობა, უცებ აღმოვჩნდი გარემოში, სადაც მთელი საქართველო იყო წარმოდგენილი, გაოცებული თვალებით ვუყურებდით ერთმანეთს. სხვანაირად ვმეტყველებდით, მიხრა-მოხრაც სხვანაირი გვქონდა... ამ ფაქტმა განვითარებაში ძალიან შემიწყო ხელი. იქ ვსწავლობდით და იქვე ვცხოვრობდით, მხოლოდ შაბათ-კვირას მოვდიოდით სახლში" - აცხადებდა ნიკა მელია
2003 წელს ენის სასწავლებლად ინგლისში გაემგზავრა, სადაც მუშაობდა კიდეც, არც მეტი, არც ნაკლები, ქათმების რესტორანში.

"გვირჩევდნენ, პარალელურად გვემუშავა, რომ ენა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა და უკეთესად გვესწავლა. სხვები დადიოდნენ, სამსახურს ეძებდნენ, აქტიურობდნენ. მე რაღაც ქართული კომპლექსები მიშლიდა ხელს, ბოლოს ჩემმა პოლონელმა ჯგუფელმა გამიწია რეკომენდაცია იქ, სადაც თვითონ მუშაობდა და აღმოვჩნდი პორტუგალიურ რესტორან "ნანდო"-ში. ბედის ირონიაა, მელია მოხვდა ქათმების რესტორანში და გრილერად ვმუშაობდი - ქათმებს ვწვავდი მაყალზე. ვწვავდი ყველაფერს - ფრთებს, გულ-ღვიძლს, ბარკლებს. ხან გრილთან ვიდექი, ხან - სალაროსთან. თავიდანმელია8 მაგრად მეთაკილებოდა, მიტყდებოდა, მეშინოდა, ვინმე ქართველი არ შემოსულიყო რესტორანში და არ ვენახე. მერე ეს მოვიხსენი და ბევრი რამ გადავაფასე, ბედნიერი ვარ, რომ ეს გამოვიარე. დღეს უკვე სხვანაირად ვუყურებ ასეთ ადგილებში დასაქმებულ ახალგაზრდებს".
. იხილეთ ინტერვიუ სრულად

ნიკა მე­ლი­ას ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ასე­ვე მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­საც თან ახ­ლავს ძა­ლა­დო­ბა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე თავ­დას­ხმა და მის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას.

ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნიკა მე­ლი­ას 6-დან 9 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. სასამართლოს გადაწყვეტილებით,  აღკვეთის ღონისძიების სახით მას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
2502
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები