ცნობილი ფოტოგრაფის გოგა ჩანადირის მორიგ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად გოგა დედობის თემას და მათ რთულ მისიას შეეხო.
"ორი დღე ბავშვი მარტო მყავდა. მამიკო, მამიკო, ჭუპა-ჭუპა მინდა, მამიკო, მშია, მამიკო გარეთ მინდა, მამიკო ბატუტზე მინდა და კიდევ რამდენი რამ უნდოდა.
მეორე ოთახში რომ გავედი და იატაკზე უამრავი სათამაშო დამხვდა მიმოფანტული, გული გამისკდა, ამას რა აალაგებს-მეთქი.
ქვაბიდან საჭმელი ისე გადმოვიდა, ვერ გავიგე, ასე მალე როგორ გაცხელდა. ჭუპა-ჭუპას დროს მე უფრო დავსველდი, ვიდრე ანიტა. ბავშს რომ ვათამაშებდი, გადმომივარდა და ლოყა დაარტყა. ვიდრე ატირებულ ანიტას სახეს დავათვალიერებდი, ჩემი დამემართა. გადავრჩით.
გარეთ რომ გავდიოდით, მამიკო, ხელში ამიყვანეო, მეუბნებოდა. ამ სიმძიმეს ავიყვანდი და მერე წელი მწყდებოდა.
შვება რომ მეგრძნო, ვეუბნებოდი, ანიტა, აბა, გაიქეცი და მე დაგიჭერ-მეთქი. 50 მეტრს გაირბენდა და მერე ისევ ხელში აყვანას მთხოვდა. ჩემი ნომერი დიდად არ ჭრიდა.
ღამით და დილით ტელეფონს ხელს არ უშვებდა, რომ საბავშვო ვიდეოები ენახა.
ჩამთვლემდა თუ არა, მაღვიძებდა, მამიკო, საწოვარა მინდა, წყალი მინდა და ასე შემდეგ. სხეულის ყველა ნაწილი დაძაბული მქონდა, რომ რაფაზე არ ამძვრალიყო, შტეფსელში თითი არ შეეყო, ძილში გადასაფარებელი თავზე არ წამოეხურა და გაგუდულიყო, საწოლიდან ან რომელიმე გასართობიდან არ გადმოვარდნილიყო.
თურმე, დედები რამდენს აკეთებენ, რამდენს უძლებენ, რამდენად არიან გაჭრილები, ბავშვის აღზრდაში როგორ სჭირდებათ გვერდით დგომა.
და როცა მამაც ჩართულია ბავშვის აღზრდაში, შვილს ის ისევე უყვარდება და ეძვირფასება, როგორც დედა.
დედები არიან გმირები"
რა თქმა უნდა, პოსტს დიდი გამოხმაურება და კომენტარები მოჰყვა:
"და ამ ყველაფერს დამატებული სახლის საქმე და თან სულ კარგ ხასიათზე უნდა იყო და დაღლა არ შეგეტყოს. გაკვეთილების მომზადება კიდე ცალკე".
"იმაზე ადვილი რაა ადგე და წახვიდე, გინდა ფაბრიკაში, გინდა მშენებლობაზე. . . ღამენათენებ დედას ნურავინ შეედრება მუშაობის ჯაფაში!!!"
ვისაც აინტერესებს, რით იღლება ცოლი, როცა სახლშია და ”არაფერს აკეთებს”
"ვინ ხედავს მაგას?!!! სახლში შემოსული მამები საკუთარი შვილების დედებს პირდაპირ: რას აკეთებ მთელი დღეო. დედა თუ არ აკეთებს აბა სხვა ვინ აკეთებს, ?!!! დედის გასაკეთებრლს ვერავინ ვერ გააკეთებს, დედის შემცვლელი, დედისნაირი შვილებისთვის არ არსებობს სხვა არავინ. დედაშვილობის ძალას ვენაცვალე"
"აბა, ჩემს ქმარს რომ ჰკითხო, რა გღლისო მთელი დღე სახლში ისვენებო. ანიტაზე უარესი ორიმყავს მე"
"რაც მეტს ვაკეთებთ, უფრო მეტს გვთხოვენ. ყურადღებაზე და პატივისცემაზე ლაპარაკი ზედმეტია. მხოლოდ სუფრასთან ერთ სადღეგრძელოს იტყვიან და მორჩა , ისიც მაშინ კარგად რომ დათვრებიან. ყველამ უნდა გამოცადოს და მერე თქვენსავით დააფასებენ" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.