„შეიძლება ეთანხმებოდე ან არ, მოგწონდეს ან ნაკლებ, მაგრამ იმ ახალგაზრდებს, ვინც დღეს ქუჩაში დგას - მოსყიდულებს, მონებს და უმსგავსოებს ეძახდე, ნიშნავს, რომ შენ თვითონ ტრიალებ ამ ეპითეტების ახლო-მახლო.
ახალგაზრდა დიდწილად მართალია და თუ მაინცდამაინც - ის არ უნდა გეთანხმებოდეს, უნდა შეცდეს, უნდა გადააჭარბოს - ეს არის ახალგაზრდად ყოფნის მთავარი
კლასიკური აზრით, მე პოლიტიკა არ მიზიდავს - არ არის ეგ ჩემი საქმე და არც არასდროს იქნება - კინო მაინტერესებს და ლიტერატურა, ფოლკლორი და ბიბლიოთეკა - აი, ახლაც სოფლის ბიბლიოთეკების მოსაწყობად მივდივარ და იმედი მაქვს, განათლება იქნება, რაც გვიშველის, მაგრამ მაშინ როცა თუნდაც ჩვენი მომავლის მცირე ნაწილი გამოვა და ის საშინელი ფრაზა უცებ მიედევნება: "ეჰ, რა თაობა მოდის!"
მე აუცილებლად და ხმამაღლა ვიტყვი:
"მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!""
თეკლ ჟვანია