გამორჩეული ბრენდინგი და განსაკუთრებული გემო - "დღის პროდუქტების" რძის ნაწარმი და მისი უპირატესობები
გამორჩეული ბრენდინგი და განსაკუთრებული გემო - "დღის პროდუქტების" რძის ნაწარმი და მისი უპირატესობები
რძე და რძის პროდუქტები კალციუმის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების წყაროა. გარდა ამისა, რძე შეიცავს იოდს, კალიუმს, ფოსფორს და ვიტამინებს - B2, B1 და B12. მაწონი მთლიანად ინარჩუნებს რძეში შემავალ სასარგებლო თვისებებს, რომელიც ამავდროულად, ადვილად შესათვისებელი და მოსანელებელია.

რძის პროდუქტებისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, აუცილებელია, ყურადღებით შეარჩიოთ მწარმოებელი კომპანიაც. დღეს, ქართულ ბაზარზე არაერთი ქართული თუ უცხოური ბრენდია წარმოდგენილი, თუმცა მათ შორის ხარისხითა და ბრენდინგით ერთ-ერთი გამორჩეულია "დღის პროდუქტები", რომელიც "სს ნიკორას" შვილობილი ბრენდია. "დღის პროდუქტზე" დეტალურად სასაუბროდ მის დირექტორს ვასილ ძოწენიძეს
მივმართეთ.

როგორია "დღის პროდუქტების" ასორტიმენტი?
ჩვენი კომპანია აწარმოებს რძის პროდუქტებს, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული. ბოლო პერიოდში ჩვენს მიერ შეთავაზებული ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გამრავალფეროვანდა და ამ ეტაპზე მომხმარებელს 4 ხაზს ვთავაზობთ. ესენია: ყველი, ე.წ. რძემჟავა პროდუქტები (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, აირანი), რძე და კარაქი.

ყველაზე დიდი რაოდენობით რძე-მჟავა პროდუქტები იწარმოება, რადგან ამ კატეგორიაში შემავალი პროდუქცია ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად ყველაზე მრავალფეროვანია. სულ 16 დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ. გვაქვს ექსკლუზივიც. მაგალითად აირანი, რომელიც თურქული სასმელია და ადგილზე, მხოლოდ ჩვენ ვამზადებთ.

მეორე მნიშვნელოვანი ხაზი ყველის მიმართულებაა. სულ 6 დასახელების პროდუქტი გვაქვს და აქედან 2 სხვადასხვა ტიპის მოცარელაა, რომლის ორგანიზებული წარმოებას ექსკლუზიურად ისევ ჩვენ ვუზრუნველვყოფთ საქართველოში.
mshoblebi
რაც შეეხება რძეს, "დღის პროდუქტების" ასორტიმენტში მხოლოდ
ერთი სახეობა გვაქვს, თუმცა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. საგემოვნო თვისებების გარდა მისი წაკვეთილი ფორმის შეფუთვა მომხმარებლისთვის მეტად მოსახერხებელი და კომფორტულია.

რომელი ქვეყნის ნედლეულს იყენებთ წარმოებაში?
ხარისხთან დაკავშირებით უკომპრომისოები ვართ. წარმოების პროცესში მხოლოდ ევროპული წარმოების ყველაზე ხარისხიან ნედლეულს ვიყენებთ.

წარმოებისთვის ვყიდულობთ როგორც ნატურალურ რძეს, ისე რძის ფხვნილს, რომელიც თავისი სარგებლიანობით ნატურალური რძისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება.

ყველის წარმოებაში აუცილებელია ნატურალური რძე. რძე-მჟავა პროდუქტებში კი უმეტესად რძის ფხვნილია.

რა განსხვავებაა საღ რძესა და რძის ფხვნილს შორის?
წარმოებაში რძის ფხვნილი უფრო მისაღებია, ვიდრე საღი რძე, რადგან ის ჰიგიენურად უფრო დაცულია, შედარებით მაღალია მისი პასტერიზაციის დონე. სარგებლიანობის მხრივ კი მათ შორის განსხვავება არაა, რადგან არ იცვლება პროდუქტის შემადგენლობა.

საღ რძესა და რძის ფხვნილს შორის გემოვნური განსხვავებაა. ნატურალურ რძეში ბაქტიერიები შენარჩუნებულია, შესაბამისად, მისი გემო უფრო მრავალფეროვანია. რძის ფხვნილის გემო კი შედარებით ნეიტრალურია.
mshoblebi
რძის პროდუქტების შეძენისას რას უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ყურადღება?
ამ დროს მომხმარებელმა სამი მთავარი კრიტერიუმი უნდა გაითვალისწინოს. კერძოდ, პროდუქტის ვიზუალური მხარე, მისი საგემოვნო თვისებები და მწარმოებლის რეპუტაცია. სწორედ ამ კრიტერიუმების ერთობლიობა განსაზღვრავს პროდუქტის ხარისხს. ეტიკეტზე, როგორც წესი, სტანდარტული ინფორმაციაა ხოლმე მოცემული, მაგრამ მაინც კარგი იქნება თუ მას გაეცნობიან.

"დღის პროდუქტები" გამორჩეულია ბრენდინგითაც. რა დატვირთვა აქვს შეფუთვაზე დატანილ ისტორიებს?
ბრენდინგით ნამდვილად გამორჩეულია ჩვენი პროდუქტები. გარდა ამისა ბრენდის უპირატესობებს შორისაა ხარისხი და საგემოვნო თვისებები.

რაც შეეხება ბრენდინგს, ის სააგენტო Windfor’s-მა ბრენდის საკომუნიკაციო გეგმასთან ერთად შეიმუშავა. ბრენდის სახელის იდეა წარმოიშვა რძის პროდუქტების ყოველდღიური მოხმარების ჩვევიდან გამომდინარე. არასტანდარტული, ორიგინალური დიზაინი შემუშავდა პროდუქციისთვის. ბრენდზე მუშაობისას ორი საკითხი იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ერთი მხრივ, ეს იყო ხარისხი, მეორე მხრივ კი ინოვაცია, თანამედროვეობა და ტექნოლოგია.

მომხმარებელმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად მიიღო. თავდაპირველად, ყველას გაურბოდა ხელი, რომ აეღო და წაეკითხა რა ეწერა შეფუთვებზე. დაგემოვნების შემდეგ კი კმაყოფილი მომხმარებელი კვლავ "დღის" პროდუქტებს ყიდულობს.
471
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები