თბილისში სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" კიდევ ერთ ფილიალს ხსნის
თბილისში სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" კიდევ ერთ ფილიალს ხსნის
29 ივნისს, მიხეილ თამარაშვილის 14 ნომერში 14:00 საათზე სათამაშოების მაღაზიათა ქსელ "პეპელას" რიგით მე-11 ფილიალი გაიხსნება. ამ დღესთან დაკავშირებით, კომპანია მომხმარებლებს სპეციალურ ფასდაკლებებს, გასართობ პროგრამასა და საჩუქრებს სთავაზობს.

29-30 ივნისს მთელი დღის განმავლობაში, მაღაზიათა ქსელში, მიმდინარე ფასდაკლების გარდა დამატებით მხოლოდ რიგით მე-11 ფილიალზე იმოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება ტოპ 30 ყველაზე მოთხოვნად სათამაშოზე.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, გახსნის დღეს პატარებისთვის მოეწყობა მუსიკალური და მხიარული ანიმატორების შოუ და პეპელა შეეცდება თქვენი პატარებისთვის ეს დღე მხიარული, დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული გახადოს.

შეგახსენებთ, რომ სათამაშოების
მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წელს დაარსდა და უკვე 12 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს. დღესდღეობით კი მომხმარებლებს საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, რომელიც ყველა ასაკის ბავშვისთვისაა გათვლილი.

კომპანიის პრიორიტეტია მომხმარებელს შესთავაზოს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები მათი პატარებისთვის.

"პეპელას" მაღაზიათა ქსელი ამჟამად 11 საფირმო მაღაზიას აერთიანებს, რომელთაგან ცხრა თბილისში, ორი კი ბათუმში მდებარეობს.

საცალო გაყიდვების გარდა, "პეპელაˮ სათამაშოების მთავარი დისტრიბუტორია საქართველოს ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, "პეპელა" ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრენდს: "Mattel", რომელიც თავის მფლობელობაში აერთიანებს ბრენდებს: barbie, hot wheels, Fisher price, “Clementoni“, “Polosie“, “Dream Makers“, Djeco, NeNuco, “Papo“, Ecoffier, Ninco და ა.შ.

პეპელას სათამაშოები ევროკავშირის სტანდარტებს აკმყოფილებს, მათ შორის EN71-ს, რაც სათამაშოების ხარისხის ყველაზე მკაცრ შემოწმებას გულისხმობს.

იხილეთ ღონისძიების ბმული
189
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები