"ისეთი წამალი აქვს გაკეთებული, სისხლში კვალს არ ტოვებს" - "ლურჯი ვეშაპის" გამო 14 წლის გოგონა სიკვდილს ებრძვის - მშობლები

"ისეთი წამალი აქვს გაკეთებული, სისხლში კვალს არ ტოვებს" - "ლურჯი ვეშაპის" გამო 14 წლის გოგონა სიკვდილს ებრძვის

2019-06-28 10:52:44+04:00

ერთ კვირაზე მეტია 14 წლის გოგონა სიკვდილს ებრძვის. მას თავის ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, გულის მუშაობაც აღდგა და ამჟამად მართვით სუნთქვაზეა.
9 ივნისის დილას გოგონა დედამ გააღვიძა. ის საწოლზე წამოჯდა და უცებ გონება დაკარგა. დედამ პირიდან გადმოსული ქაფი რომ დაინახა, შველა ითხოვა. მეზობელმა "სასწრაფო" გამოიძახა და ექიმებმა ელექტროშოკით ბავშვს გული აუმუშავეს.

კლინიკაში გაირკვა, რომ გოგონა გაურკვეველი ნივთიერებით არის მოწამლული. სახლიდან ამოღებულია ბავშვის მობილური და კომპიუტერი,

ასევე ბიოლოგიური­ მასალის სინჯები. ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, რა ნივთიერებით­ მოიწამლა გოგონა.

"ამბობენ, ისეთი წამალია გაკეთებული, სისხლში კვალს არ ტოვებს"

ინეზა ბურდული, გოგონას დეიდა: "ერთადერთი შვილი ჰყავს ჩემს დას, წვალებით გაზარდა. წლის და 8 თვის იყო, მშობლები რომ დაშორდნენ ერთმანეთს. მერე მეორე ოჯახი შექმნა. ნათიას მამინაცვალი ძალიან ანებივრებდა, ცივ ნიავს არ აკარებდა. ჩემი სიძე მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა და ამას ბავშვი იმდენად განიცდიდა, ჩემმა დამ ნევროპათოლოგთანაც მიიყვანა.

ბოლო დროს სკოლაშიც შეამჩნიეს, რომ სულ მერხზე ედო თავი, მოთენთილი ყოფილა. ორი კვირით ადრე ვკითხე, შეყვარებული ხომ არა ხარ-მეთქი, ამისთვის არ მცალია, უნდა ვისწავლოო.

საავადმყოფოს ექიმმა მარჯვენა ხელზე­ ორი ნაჩხვლეტი აღმოაჩინა. როგორც ამბობენ, ისეთი წამალია გაკეთებული, სისხლში კვალს არ ტოვებს. ტვინს დიდ­ხანს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა და თავში შეექმნა პრობლემები, ამიტომ ურთულესი ოპერაციის ჩატარებაზე დავთანხმდით.

- მეზობელმა გოგონა დილით ტელეფონით ხელში ეზოში ნახა, ის ვინმეს შეხვდა?

- იმ დილით ტელეფონზე დანარეკი­ არ არის, მაგრამ თუ ვაიბერით ან ვოტსაპით ესაუბრა ვინმეს, ამის გარკვევა უჭირს პოლიციას...­ ფაქტია, იმ დილით ეზოში ტელეფონით იდგა.

დედა-შვილს ერთ ოთახში ეძინა. დილით ეკლესიაში აპირებდნენ წასვლას, გაუღვიძებია ჩემს დას, მაგრამ ვერ ამდგარა ბავშვი და ძილი გააგრძელეს. ამის შემდეგ გასულა ეზოში. მეზობელი ამბობს, ხელში ტელეფონი ჰქონდაო. როგორც ჩანს, სახლში შებრუნებულს ტანსაცმელი გაუხდია, პიჟამა ჩაუცვამს და ჩაეძინა. 10 საათისთვის ისევ რომ გააღვიძა ჩემმა დამ, ბავშვი კი წამოდგა, მაგრამ იქვე ჩაიკეცა. გალურჯებულს დუჟი სდიოდა პირიდან.

ვერაფრით აგვიხსნია ბავშვის ხელზე ნაჩხვლეტები, ნანემსარს ჰგავს, გარშემო მრავალი წერტილი ისახება. ვერც წამლის ფლაკონი ვიპოვეთ, არ ვიცით, რამე გაუკეთეს თუ თვითონ გაიკეთა.

მშიშარა ბავშვია, მიმნდობი, ალბათ, ჩაერთო თამაშში და დააშინეს. ამ ტრაგედიიდან მეორე დღეს ჩემი დის "ფეისბუკი" გატეხა ვიღაცამ და დადო ტექსტი, ვითომ ჩემი და წერს, გამოჯანმრთელებას გისურვებო და იქვე დადო "ლურჯი ვეშაპის" თამაშის ლინკი. მაშინვე ვაცნობეთ პოლიციას, ტელეფონიც გადასცა და უნდა გაარკვიონ, ვინ დადო.

განაგრძეთ კითხვა

alt"ვგრძნობ, რომ უბედურება მელოდება" - 14 წლის გოგონა "ლურჯი ვეშაპის" თამაშის დროს მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა

altსაქართველოში "ლურჯი ვეშაპის" მსგავსი თამაში "ჩარლი" გამოჩნდა - 6 წლის ბიჭის იტორია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

alt"დაჩოქილი შემევედრები, რომ რომელიმე სახურავიდან გადაგაფრინო!" - რას წერს გოგონა, რომლის ძმაც "ლურჯი ვეშაპის" დავალებით ფანჯრიდან გადახტა